Thursday, December 29, 2016

გადადით ლინკზე და იხილავთ ვიდეოგაკვეთილს, რომელიც ელექტრონული რესურსის შეწქმნაში დაგეხმარებათ.

Monday, September 5, 2016

თუკი გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ ჩვენი სკოლის შესახებ და გაიგოთ, თუ რა გზა განვლო მან დაარსებიდან-დღემდე, მაშინ გადადით ამ ბმულზე და წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელიც საგანმანათლებლო პორტალ  ,,ეტალონი"-ს გვერდზე გამოქვეყნდა.

 

Monday, July 11, 2016

გინდათ გახადოთ გაკვეთილი სახალისო და ამავდროულად საინტერესო? გსურთ თქვენი საგაკვეთილო პროცესი იყოს ინტერაქტიული და უზრუნველყოფდეს თითოეული მოსწავლის ჩართულობას? მაშინ დარეგისტრირდით ამ ბმულზე და შექმენით საინტერესო და სახალისო ,,ONLINE" რესურსები თქვენი მოსწავლეებისთვის. პირადად მე, აღნიშნული საიტი დღეს აღმოვაჩინე და ახალი სასწავლო წლიდან აქტიურად გამოვიყენებ მას, რათა საგაკვეთილო პროცესი სახალისო, ორიგინალური და საინტერესო გავხადო. ცხადია მას ყველა გაკვეთილზე ვერ გამოვიყენებ, თუმცა ამ ხერხს  სამოდელო გაკვეთილებზე, ან თუნდაც თვეში ერთხელ, განვლილი საკითხების გამეორებისას სიამოვნებით მივმართავ. საიტი სხვადასხვა ტიპის დავალების შექმნის შესაძლებლობას გაძლევთ, თუმცა შეგიძლიათ მარტივით დაიწყოთ, ისევე როგორც მე:-))) წარმატებები კოლეგებო! ბედნიერ შვებულებას გისურვებთ!