გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა
გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა
გაკვეთილის გეგმა
| |||
1
|
2
|
3
| |
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
|
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი და შეფასებადი; არ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
|
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად, მაგრამ ნაკლებ რეალისტური და გაზომვადია; ბოლომდე ვერ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
|
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად; იგი არის გაზომვადი და შეფასებადი და სრულად აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
|
კომენტარი
| |||
აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები
|
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები შეუსაბამოა აქ.ატივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან.
|
აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები ნაწილობრივ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან
|
აქტივობები სრულად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია აქატივობებთან, ხოლო, კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან
|
შეფასება
|
შეფასების ტიპები და მეთოდები საერთოდ არ არის მოცემული, ან ვერ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი
|
მოცემულია შეფასების ტიპები და მეთოდები, რომელიც ნაწილობრივ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი
|
კონკრეტულად არის მოცემული შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი
|
თვითშეფასება
|
გაკვეთილის გეგმას თან არ ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა / ახლავს, თუმცა იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ საშუალებას არ აძლევს გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც ნაწილობრივ აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც სრულად აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
საგაკვეთილო პროცესი
| |||
1
|
2
|
3
| |
მოქნილობა/კრეატიულობა
|
მასწავლებელს არ აქვს ლავირების უნარი - იგი მიჰყვება დაგეგმილ აქტივობებს, მიუხედავად იმისა, გადის თუ არა შედეგზე
|
მასწავლებელს ნაკლებად აქვს ან არაეფექტურად ამჟღავნებს ლავირების უნარს.
|
მასწავლებელს აქვს ლავირების უნარი - მას შეუძლია დაგეგმილი აქტოვობების შეცვლა შექმნილი რეალიების შესაბამისად.
|
აქტივობები და სწავლების მეთოდები
|
აქტივობები და მეთოდები ერთფეროვანია და მოუქნელი. ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, ვერ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
|
გამოყენებულია რამდენიმე სხვადახვა ტიპის აქტივობა და მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ძირითადი ბირთვის ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას, ნაწილობრივ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
|
მოქნილად არის გამოყენებული მრავალფეროვანი, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველან მოსწავლის ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, სასწავლო შედეგის მიღწევას.
|
რესურსები
|
არ იყენებს / არაეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს.
|
იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს, თუმცა თავად იშვიათად მოიძიებს და ქმნის.
|
მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ, მის მიერ მოძიებულ და შექმნილ რესურსებს.
|
შეფასება
|
მის მიერ გამოყენებული შეფასების ტიპები არაადეკვატურია, ხოლო გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
ნაკლებად ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
ეფეტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
|
კლასის მართვა
|
კლასი ქაოტურია. მასწავლებელს არ აქვს შემუშავებული გაკვეთილზე ქცევის წესები. მაწავლებელი მოსწავლის მიმართ არაეთიკურია.
|
კლასი ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა ნაწილის ქცევა დესქტუქციულია. მასწავლებელი ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას, თუმცა მის მიერ გამოყენებული წესები რიგ შემთხვევებში არაეფექტურია.
|
მოსწავლეები სრულად არიან ჩართული საგაკვეთლო პროცესში, დისციპლინა თვითრეგულირებადია. მცირე დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი ადვილად ახერხებს წესრიგის აღდგენას.
|
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოსწავლის თითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ვცდილობ სამუშაო განწყობა შევიქმნა გაკვეთილის დაწყებამდე
|
რეგულარულად
|
ხშირად
|
იშვიათად
|
არასდროს
|
ძალიან ვინტერესდები გაკვეთილით და ვცდილობ ყურადღებით ვიყო
| ||||
ხელს ვუშლი გაკვეთილის მსვლელობას
| ||||
აგრესიულად ვარ განწყობილი გაკვეთილის მიმართ
| ||||
დამოუკიდებლად ვერთები გაკვეთილის მსვლეობაში
| ||||
ვიღებ მონაწილეობას ჯგუფურ და საკლასო დისკუსიაში
| ||||
ვცდილობ ყოველთვის ლიდერი ვიყო
| ||||
ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს
|
მასწავლებლის თვითშეფასება
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
|
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
| |||
2
|
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
| |||
3
|
გაკვეთილის მსვლელობისას სწორად გადავანაწილე დრო
| |||
4
|
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
| |||
5
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
| |||
6
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
| |||
7
|
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხისგასაცემად
| |||
8
|
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
| |||
9
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
| |||
10
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
| |||
11
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
| |||
12
|
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
|
მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
---------------------- |
მაღალი
10-9 ქულა
---------------- |
საშუალო
8-7 ქულა
------------- |
დაბალი
6-5ქულა
------------- |
წარმოდგენილი დავალება
|
იცის თითქმის ყველა ახალი სიტყვა და დაველებაში დაშვებული შეცდომათა რაოდენობა მინიმალურია
|
იცის მიცემულ სიტყვათა ნაწილი და დავალებაში ჭარბობს შეცდომები
|
არ იცის ახალი სიტყვების უმრავლესობა და დავალებაც არასრულყოფილად აქვს შესრულებული
|
საგაკვეთილო პროცსეში ჩართულობა და მუშაობისას გამოვლენილი აქტიურობა
|
აქტიურადაა ჩართული აქტივობებში. თითქმის უშეცდომოდ, გასაგებად კითხულობს მოცემულ ტექსტებს. დამოიკიდებლად ართმევს თავს გრამატიკულ თუ ლექსიკურ სავარჯიშოებს და აქთტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
ცდილობს იყოს აქტიური, თუმცა ეს არც თუ ისე წარმატებით გამოსდის, რადგან საკითხზე კარგად ნამუშევარი არ არის. მეტნაკლებად ახერხებს დამოუკიდებლად მუშაობას. მეტ წილად დამოკიდებულია ძლიერ მოსწავლეზე
|
არ ეტყობა აქტიურობა. არის ინერტული და ვერ ახერხებს დახმარების გარეშე მუშაობას, რადგან მოცემული დავალებების გადაჭრისათის აუცილებელი ცოდნა არ გააჩნია
|
სამუშაო რვეულში მუშაობა და თვითშეფასება
|
წარმატებით ართმევს თავს მოცემული სავარჯიშოების შესრულებას, რასაც არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახერხებს
|
სავარჯიშოებზე მუშაობისას ხშირად ითხოვს დახმარებას და აკლია თავდაჯერებულობა, რაც მის არასაკმარის მონდომებაზე მეტყველებს
|
ვერ ახერხებს სავარჯიშოებზე მუშაობას, რადგანაც არ აქვს ნამუშევარი იმ საკითხებზე, რაც დავალების სახით ჰქონდა მიცემული
|
No comments:
Post a Comment