2016-2017 სასწავლო
წლის შეფასება
2016-2017
სასწავლო წელი შემართებითა და ენთუზიაზმით დავიწყე. გამომდინარე იქიდან, რომ სქემის
ფარგლებში ვარ ფასილიტატორი და შესაბამისად შეფასების ჯგუფის წევრი, ზრუნვა არამარტო
საკუთარი, არამედ კოლეგების პროფესიული განვითარებისთვის ჩემი საქმიანობის მთავარ მიზნად
დავისახე და ბრძოლას წარმატებისთვის, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შევუდექი.
სექტემბრის დასაწყისშივე შევადგინე სადამრიგებლო პროგრამა, რომელშიც თითოეული აქტივობა
მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გქთვალისწინებით გავწერე. სასწავლო წლის
დაწყებიდან დაახლოებით 10 დღეში შევადგინე თემატური გეგმები და სილაბუსი კლასების მიხედვით,
რომლებიც მოვათავსე როგორც ჩემს მატერიალურ, ისე ელექტრონულ პორტფოლიოში. ორივე ტიპის პორტფოლიოს ორგანიზებაზე ზაფხულშივე ვიზრუნე და
წინა წელთან შედარებით, ოდნავ სახეცვლილი გამომივიდა.
ისევე როგორც
წინა წელს, წელსაც განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა თვითშაფასების კითხვარზე მუშაობა,
რამეთუ მომიწია არამარტო საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, ამ მხრივ დხმარების ხელი კოლეგებსაც გავუწოდე და
საბოლოო ჯამში საქმეს თავი წარმატებით გავართვი.
შემდეგი ნაბიჯი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების
შედგენა გახლდათ, რაც არანაკლებ შრომატევადი აღმოჩნდა ჩემთვის. დეტალურად გავაცანი
კოლეგებს საჭირო ინსტრუქცია, თუმცა ვინაიდან სქემა ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს ქართულ
სასკოლო სივრცეში, პედაგოგთა ნაწილისთვის აღნიშნული გეგმის შედგენა მაინც დაუძლეველ
პრობლემად დარჩა, რის გამოც ვალდებული ვიყავი მათთან ერთად მემუშავა. საბოლოო ჯამში,
თანამშრომური მუშაობის პრინციპმა გაამართლა და საქმე წარმატებით დავასრულეთ. რაც შეეხება
საკუთარ ინდივიდიალურ სამოქმედო გეგმას, მასში ისეთი აქტივობები გავწერე, რომელთა განხორციელებასაც
მთელი სასწავლო წლის მანძილზე რეალურად შევძლებდი.
სასწავლო
წლის დასწაყისშივე კიდევ ერთხელ გავაცანი კოლეგებს სქემის სტრუქტურა და იმ აქტივობათა
ჩამონათვალი, რომლებიც კრედიტების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. გავაცანი მათ რამდენიმე
აქტივობის შეფასების უკვე არსებული რუბრიკა და ვთხოვე ეზრუნათ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე.
რაც შეეხება
საგნობრივი კუთხით მუშაობას, ჩემს პრაქტიკაში
ცვლილებები ამ მხრივაც შევიტანე. მას შემდეგ, რაც გადავავლე თვალი და შევისწავლე ,
მოსწავლეთა გასული წლის აკადემიური მიღწევები ჩემს საგანში, მივხვდი, რომ მათთან მუშაობის
სტრატეგია უნდა შემეცვალა, რადგან მოსწავლეთა
გარკვეული ნაწილის მიღწევის დონე არ აკმაყოფილებდა ეროვნულისასწავლო გეგმით განსაზღვრულ
მისაღწევ შედეგებს. გადავწყვიტე, შედარებით
აკადემიურად სუსტი მოსწავლეებისთვის, მათ შესაძებლობებზე მორგებული დავალებები შემეთავაზებინა.
მათთან მუშაობა, დაბალი კლასების სახელმძღვანელოებით დავიწყე და აქტივობებისთვის შედარებით
მარტივი დავალებები გამოვიყენე. სისტემატიურად ვმუშაობდით ტესტებზე. თითოეული მათგანი
სწორედ მათ შესაძლებლობებზე იყო მორგებული, რაც მოსწავლეებს ეხმარებოდა გამარტივებოდათ
თითოეულ მაგალითზე მუშაობა. შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან სტრატეგიამ გაამართლა. ჩემმა
მიდგომამ მოსწავლეთა მოტივირება გამოიწვია.
პირველი საინტერესო
და მაშტაბური აქტივობა, რომელიც ახალ სასწავლო
წელს განვახორციელე იყო ღონისძიება ,,სეფიეთობა“, რომლისთვისაც სცენარი მონაწილეთა
შესაძლებლობების გათვალისწინებით დავწერე და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ღონისძიებას
როგოროც სოფლის მოსახლეობა, ისევე რაიონიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებს
შორის იყო ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, რომელმაც ღონისძიების დასასრულს დაგვლოცა
და ლამაზი დღის ორგნიზებისთვის მადლობა გადაგვიხადა.
2016-2017
სასწავლო წელი, ტრადიციულად, ძალიან საინტერესო საახალწლო კარნავალით ,, მოდის წელი
ახალი“ გავაცილე. ღონისძიება ჩემს სადამრიგებლო კლასში ჩავატარე და მასზე ერთი თვის
განმავლობაში, მოსწავლეებთან ერთად მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი. შევეცადე თითოეული აქტივობა,
თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მომერგო და შედეგად საკმაოდ საინტერესო საღამო გამოვიდა. მოსწავლეები სხვადასხავა ტიპის
სახალისო და ინფორმაციული ნომრებით წარსდგნენ მაყურებლების წინაშე.
საშობაო
არდადეგებიდან მობრუნებულმა მუშაობა ისევ აქტიურად განვაგრძე. ჩავატარე ორი შიდაშეფასების
გაკვეთილი IV და
VIII კლასებში. შეფასების ჯგუფმა გაკვეთილები შეფასების რუბრიუკაზე დაყრდნობით
დადებითად შეაფასა. ვფიქრობ გაკვეთილები საინტერესო გამოვიდა, რადგან თითოეული აქტივობა
მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით მქონდა გაწერილი, რამაც
გაკვეთილი ინტერაქციული გახადა. თითოეული მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული საგაკვეთილო
პროცესში.
მთელი წლის
მანძილზე ვცდილობდი აქტიურად მეთანამშრომლა კოლეგებთან და საჭიროების შემთხვევაში დახვხმარებოდი
მათ. შედეგად ერთ-ერთ ჩემეს კოლეგას ასევე შიდაშეფასების გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო
რეკომენდაციები მივეცი. ერთობლივად შევადგინეთ გაკვეთილის გეგმა და განვიხილეთ თითოეული
მნიშვნელოვანი დეტალი.
2016-2017
სასწავლო წელი ჩემი პედაგოგიური პრაქტიკისთვის საინტეესო იყო იმ მხრივაც, რომ მომიწია
ახალი ტიპის ,, თავისუფალ გაკვეთილებზე“ მუშაობა, რაც ნამდვილად სიახლეა ქართულ საგანმანათლებლო
სივრცეში. საბედნიეროდ პროექტის გეგმა, რომელიც სამინისტროში წარვადგინე, დამტკიცდა
და დღეს უკვე ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ. მნიშვნელოვანია ის, რომ გაკვეთილის ახალი
ფორმატით მოსწავლეები კმაყოფილები არიან.
ვფიქრობ, რომ
წლის ჩემი მთავარი მიღწევა, მაინც თანამშრომლებისთვის გაწეული დახმარებაა, რომლის ფარგლებშიც, მათ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება შევთავაზე
და ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონულინ რესურსის
დახმარებით კვირაში ორჯერ ძალიან საინტერესო
აქტივობებზე ვმუშაობდით. წარმატებებს ვუსურვებ მათ გამოცდებზე.
წლის მანძილზე
სქემის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განვახორციელე: გავაკეთე ორი სასწავლო რესურსი,
ერთი ელეატრონული და მეორე თვალსაჩინოება, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციასთან და
რეფლექსიასთან ერთად განვათავსე,,Eschool”-ში
ჩემს ელეტრონულ პორტფოლიოში. ჩავატარე ორი შიდაშეფასებისა და ერთი პროექტ გაკვეთილი
IV, VIIIდა XI კლასებში. გავიარე
შეფასების ჯგუფის წევრთა ტრენინგები. ,,Eschool”-ში
განვათავსე ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
2016-2017
წელი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემი და არამარტო ჩემი პროფესიული განვითარების
კუთხით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის
პროგრამის ფრაგლებში განხორციელებულმა 5 კრედიტიანმა ტრენინგ მოდულმა საშუალება მომცა
საკუთარ პედაგოგიური პრაქტიკის რეფლექსიის საფუძველზე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეების
იდენტიფიცირება მომეხდინა. გავეცანი და პრაქტიკაში დავნერგე მსოფლიოში აპრობირებული
სტრატეგიები და მეთოდები. მთელი წლის მანძილზე აქტიურად ვახორციელებდი ტრენინგის ფარგლებში არსებულ აქტივობებს, რამაც
საშუალება მომცა ჩემი საქმიანობა მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გამეხადა. ვფიქრობ,
რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ჩემს გაკვეთილებზე გაცილებით კარგი და კეთილგანწყობილი
ატმოსფერო სუფევდა. ტრენინგების ფარგლებში გავიცანი ძალიამნ ბევრი კოლეგა რაიონის მაშტაბით,
რომლებთან ერთადაც თვეში ორჯერ, როგორც შეხვედრების ფასილიტატორი ორგანიზებას ვუკეთებდი
სამუშაო შეხვედრებს, სადაც განვიხილავდით ტრენინგებზე წარმოდგენილ საინტერესო საკითხებს.
ხდებოდა შეხედულებების და გამოცდილებების გაცვლა-გამოცვლა.
ვფიქრობ, ყოველივე ამან, დადებითი შედეგი გამოიღო და მე კმაყოფილი ვარ არამარტო პროფესიული
ზრდის თვალსაზრისით, არამედ იმიტაც, რომ უამრავ ნიჭიერ ადამიანთან მომიწია თანამშრომლობა.
შედარებით
უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მთელი რიგირ პასუხისმგებლობებისა და დროის უქონლობის გამო,
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმითა და სადამრიგებლო პროგრამით განსაზღვრული რანდენიმე
აქტივობის განხორციელება ვერ მოვახერხე, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი მონდომების შემთხვევაში
დაუძლეველი პრობლემა ნამდვილად არ იყო. შევეცდები აღნიშნული აქტივობები მომდევნო წელს
განვახორციელო.
საბოლოო ჯამში,
2016-2017 სასწავლო წლით ძალიან კმაყოფილი ვარ, რამეთუ ჩემი პროფესიული განვითარებისვის
საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
ბიჭიკო ოჩიგავა
2016-2017 წელი.

Best Merkur Fc Review | 2021 Review of Merkur Fc - Curacao
ReplyDeleteThis is Merkur fc razor and they are septcasino all a good safety razor. In 메리트 카지노 general, 1xbet they are among the top brands in the world, and as such, it's no surprise that Merkur