მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც „ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ სთავაზობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას, არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინსტიტუტის შემოღება სკოლებში.
მისი დანიშნულებაა თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენა, გაანალიზება, ამ სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და ამ გზით სკოლაში ზოგადი პროფესიული დონის ამაღლება. ფასილიტატორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელეთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება, რაც ცხადია მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების გარანტი იქნება.
ფასილიტატორი მუდმივად თანამშრომლობს მასწავლებელთან-ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მასწავლებელს თვითშეფასების კითხვარის შევსებისას საკუთარი საჭიროებების გამოვლენაში და შემდეგ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში, მხარს უჭერს მას შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში, ასევე, როგორც შეფასების ჯგუფის წევრი, აფასებს მის მუშაობას, უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვებისა და პროფესიული საქაღალდის შეფასების საშუალებით.
ფასილიტატორს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ევალება:
1.მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში და პროფესიული საჭიროებების დადგენა.
2.მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა.
3. მონაწილეობა მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში.
ვინ შეიძლება გახდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი?
პასუხს პრეზენტაციის სახით გთავაზობთ!
------------------------
პირველი სემსეტრის თვითშეფასება
ახალი 2016-2017 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და
ენთუზიაზმით დავიწყე. სექტემბრის დასაწყისშივე შევადგინე სადამრიგებლო პროგრამა ჩემი
სადამრიგებლო კლასისთვის და შევეცადე პირველი სემესტრის განმავლობაში, წინასწარ დაგეგმილი
აქტივობები სრულყოფილად განმეხორციელებინა. ვატარებდი კლას საათებს, რომლის ფარგლებშიც
საინტერესო თემები განვიხილეთ. პირველი სემესტრი კი გრანდიოზული საახალწლო კარნავალით
გავაცილეთ. პირველ სემესტრში საკუთარი მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან შევცვალე მიდგომა მოსწავლეებთან
და იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესი თითოეული მოსწავლისთვის თანაბრად საინტერესო
ყოფილიყო, გაკვეთილებს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით ვატარებდი. შედარებით
სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ვთავაზობდი მათი უნარების შესაბამის დავალებებს.
მათთან მუშაობა დაბალი საფეხურიდან (თავიდან) დავიწყე, რამაც მათი მოტივირება განაპირობა
და ისინი უკვე მშვენივრად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დამოუკიდებლადაც
მუშაობენ დავალებებზე. აღნიშნულმა სტრატეგიამ ყველა კლასში გაამართლა და ის, რომ კლასებში
უმოქმედოდ დარჩენილი მოსწავლე არ მიზის, ძალიან სასიხარულოა ჩემთის. პირველი სემესტრი
საკმაოდ ნაყოფიერი იყო პროფესიული განვითარების მხრივაც. გავიარე ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული
საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრენინგები და ვცდილობ შეძენილი ცოდნა საკუთარ პრაქტიკაში დავნერგო.
ტრენინგის გავლის შემდეგ, როგორც შეხვედრების ფასილიტატორს, მქონდა სამუშაო შეხვედრა
სხვადასხვა სკოლების პედაგოგებთან, სადაც საინტერესო საკითხები განვიხილეთ და ერთმანეთს
საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. გარდა ამისა აქტიურად ვთანამშრომლობდი ჩემი სკოლის
პედაგოგებთანაც. ჩავატარე საჩვენებელი(სამოდელო) გაკვეთილი მე-4 კლასში, რომელსაც შეფასების
ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ და მათ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. პირველი სემესტრის
ბოლოს კოლეგებს დავეხმარე თვითშეფასების კითხვარის შევსებასა და ინდივიდუალური სამოქმედო
გეგმის შედგენაში.პირველ სემესტრში საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეორე სემესტრში
შევეცდები ჩემი საქმიანობა გაცილებით პროდუქტიული გავხადო და კიდევ უფრო მეტი საინტერესო
აქტივობა განვახორციელო.
---------------
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, აბაშის პირველმა საჯარო სკოლამ, რაიონის მაშტაბით სხვადასხვა საგნის 92 პედაგოგს გვიმასპინძლა. შეხვედრა მილენიუმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ მოდულის ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“-ის ფარგლებში გაიმართა და ის სამუშაო ხასიათს ატარებდა. პედაგოგებმა კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ტრენინგზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხები და იმ აქტივობებზე ვისაუბრეთ, რომლებიც აღნიშნულ ტრენინგზე მოსმენილი მეთოდების გათვალისწინებით საკუთარ პრაქტიკაში განვახორციელეთ. მთელ რიგ საკითხებს შორის განსაკუთრებით, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები განვიხილეთ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. საუბარი კვლევის მეთოდებსაც შეეხო და ერთხმად ავღნიშნეთ, რომ ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის, პრაქტიკაში სწორედ მათი დანერგვა იქნება ეფექტური. შეხვედრა სასიამოვნო და თბილ გარემოში შედგა, რამაც პედაგოგებს შორის თანამშრომლური ურთიერთობის ჩამოყალიბებს შეუწყო ხელი. პროექტის ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრა იანვარში გაიმართება.
შეხვედრის ფასილიტატორებვი: ბიჭიკო ოჩიგავა და ინგა ნადარეიშვილი
-------------------
მიმდინარე წლის 12 იანვარს, აბაშის პირველმა საჯარო სკოლამ, რაიონის მაშტაბით სხვადასხვა საგნის 90 პედაგოგს გვიმასპინძლა. რიგით მე-2 შეხვედრა მილენიუმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ მოდულის ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“-ის ფარგლებში გაიმართა და ის სამუშაო ხასიათს ატარებდა. შეხვედრის დასწაყისში მე, როგორც შეხვედრის ფასილიტატორმა, მასწავლებლებს შეხვედრის მიზანი გავაცანი. პედაგოგებმა იმ აქტივობებზე ისაუბრეს, რომლებიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ფარგლებში პირველი ტრენინგ-მოდულის ჩატარებიდან 12 იანვრამდე განახორციელეს. პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკა და იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებასაც მთელი წლის მანძილზე აპირებენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა მეორე მოდულის წინასატრენინგო მასალა და გამოიკვეთა საინტერესო საკითხები. აბაშის პედაგოგები იტოვებენ იმედს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
-----------
20-22 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში ,,ლიდერთა აკადემიის" მეორე ტრენინგ-მოდული ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მაშტაბით თითქმის ყველა სკოლის დირექტორმა და პროექტის ფასილიტატორმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საკმაოდ თბილ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და და ის ძალიან საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული. მეორე მოდულის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხები : ,,გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება" და ,, სწავლების მენტორობა" . თითოეული საკითხი კი ჩაშლილი იყო ქვესაკითხებად. ძირითადი აქცენტი კი პედაგოგებსა და დირექტორებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის აუცილებლობაზე გაკეთდა. ტრენინგში მონაწილეობა ჩვენი სკოლიდან მე, როგორც პროექტის ფასილიტატორმა და სკოლის დირექტორმა: პაატა რურუამაც მივიღეთ. სიახლეებით კმაყოფილები ვართ და ახლო მომავალში საინტერესო ინტერვენციების განხორციელებასაც ვგეგმავთ.
-----------------
თანამშრომლური გარემო და ატმოსფერო, ნებისმიერი
საზოგადოებრივი საქმიანობის წარმატების გარანტიაა. პედაგოგიურ საქმიანობაში კი თანამშრომლებს შორის
ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი და კოლეგიალური
დამოკიდებულება, აღმზრდელობითი საქმიანობის ეფექტურობის მაჩვენებელია. გამოცდილების
გაზიარება, პრობლემათა ერთობლივი იდენტიფიცირება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ურთიერთდახმარება,
რჩევა-დარიგების მიცემა, საუკეთესო და ეფექტური
პრაქტიკის ერთმანეთისთვის გაზიარება, სასწავლო მეთოდების, სტრატეგიებისა და აქტივობების
ერთობლივად შემუშავება, ეს იმ აქტივობათა
არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ეფექტურ
თანამშრომლურ გარემოს განსაზღვრავენ. განთლების თანამედროვე სისტემა,
პედაგოგიურ საქმიანობას საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად,
ურთიერთდახმარება და გამოწვევების ერთობლივად მიღება, საერთო მიზნისკენ შედარებით მარტივი გზით სვლის წინაპირობაა.
იღებს რა ჩვენი სკოლა
მთელ რიგ პასუხისმგებლობას მომავალი თაობის აღზრდის საქმეში და დგამს ქმედით ნაბიჯებს პროფესიული განვითარების მიმართულებით,
თითოეული პედაგოგი მზად არის თანამშრომლური კულტურის დასანერგად.
მიმდინარე წლის 27 მარტს, სეფიეთის საჯარო სკოლაში,
თანამშრომლური ურთიერთობის ჩამოყალიბების კუთხით ძალიან საინტერესო ნაბიჯი გადაიდგა.
პედაგოგთა ნაწილმა, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის
მზადება, ერთობლივი ძალებით გადაწყვიტა. მათი გადაწყვეტილებით, კვირაში სამი დღე, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას დაეთმობა. გაეცნობიან
განვითარებისა და სწავლების მსოფლიოში აპრობირებულ თეორიებს, განიხილავენ ფსიქოლოგთა
და განათლების ექსპერტთა კვლევებს, იმუშავებენ ტესტებზე და მიღებულ ცოდნას
პრაქტიკაში განიმტკიცებენ. ამ კუთხით, მათ მნიშვნელოვან დახმარებას,
ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
და საქემის ფასილიტატორი ბიჭიკო ოჩიგავა გაუწევს, რომელმაც თავი მოუყარა იმ
რესურსებს , რომლებზეც პედაგოგები დაახლოებით სამი თვის მანძილზე ერთობლივად იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებლები იმ სიახლეებსაც გაეცნობიან, რომელიც მილენიუმის გამოწვევის პროგრამის
ფრაგლებში გაეცნო პედაგოგთა ნაწილს. პირველი შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ, მშვიდ ატმოსფეროში
შედგა. დასაწყისში, ფასილიტატორმა ახალი სქემის პრეზენტაცია გააკეთა და პედაგოგებს
ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რომლებიც სქემაში განხორციელდა. მერე კი მონიტორის
მეშვეობით, კოლეგებს საინტერესო კუთხით შედგენილი განვითარების თეორიები გააცნო. პედაგოგები პირველი შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ
და ერთმანეთს მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობნენ.




















No comments:
Post a Comment