-
მოგესალმებით მობრძანებულო სტუმრებო და ძვისფასო სეფიეთელებო.
დღეს ზეიმია ჩვენს სოფელში და დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან ერთად იზიარებთ
ამ სიხარულს.
-
დღეს 21 ნოემბერია. შემოდგომის ამ ულამაზეს დღეს, ქართული
მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგლოზებ მიქაელისა და გაბრიელის ხსენებბის დღეს აღნიშნავს
-
მთავარანგელოზობის დღესთან დაკავშირებით, დღეს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო
წირვა-ლოცვა აღევლინება
-
ამ მხრივ ცხადია გამონაკლისი არც ჩვენი უძველესი ტაძარია,
რომლისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან ის სწორედ მთავარანგელოზთა სახელს
ატარებს
-
დაგეთანხმები, თუმცა მინდა დავამატო ისიც, რომ დღევანდელი
დღე ჩვენი ტაძრისვთის და მისი მრევლისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რადგან
სპეციალურად ამ დღისთვის ჩვენს სოფელს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ეწვია, რაც
ნამდვილად დიდი წყალობაა თითოეული სეფიეთელისთვის.
-
მოდი ვთხოვოთ ჩვენს მგალობლებს ერთი ძალიან ლამაზი მრავალჟამიერით
წარსდგნენ მუფის წინაშე
-
რა თქმა უნდა. ვთხოვთ მგალობლებს სცენაზე
(((მრავალჟამიერი)))
-
დიდი მადლობა ბიჭებო.
-
სეფიეთის
ისტორისოფელი სეფიეთი უძველესი სოფელია აბაშის რაიონში, რომლის
სახელთანაც არაერთი საინტერესო ლეგენდაა დაკავშირებული. მის ისტორიულ ქრონიკას საინტერესო
მოვლენებთან და ფაქტებთან მივყავართ.ლეგენდის თანახმად სოფელი სეფიეთი ცხოვრების ასპარეზზე
სავარაუდოდ ცვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში გამოდის და რამდენიმე ასწლეულის შემდეგ
ისევ წყვეტს არსებობას. მართალია ეს ფაქტი ისტორიულ წყაროებში ოფიციალურად არ დასტურდება,
თუმცა ამ ფაქტსაც თავისებური ახსნა მოეპოვება.
-
როგორც
ავღნიშნეთ ჩვენი ტაძარი მთავარანგელოზთა სახელს ატარებს, თუმცა აქვე ძალიან საინტერესო ისტორიას ინახავს. რომელი საუკუნით
თარიღდება ის, რას გვიყვება ლეგენდა მასზე და როგორ მოაღწია მეოცე საუკუნის პირველ
ნახევრამდე, ამაზე ჩვენი სკოლის დირექტორი
ბატონი პაატა რურუა ისაურებს.
ტაძრის
ისტორია
-
დიდი მადლობა ბატონ პაატას, რომელმაც საკმაოდ საინტერესო
ისტორიული დეტალები გაგვაცნო. რა გზა განვლო ტაძარმა დიდი მდუმარებიდან დღემდე, როგორ
აღსდგა მასში ღვთისმსახურება და რა წვლილი მიუძღვის მასში მამა ანდრიას ამაზე ჩვენი
სკოლის ისტორიკოსი როლანდ მაკალათია ისაუბრებს.
-
სეფიეთი ოდითგანვე გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი
ტრადიციითა და კულტურით. ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა და შაირი ათწლეულების განმავლობაში
აერთიანებთა სოფლის ახალგაზრდობას. იმართებოდა ჯარიანობა. არსებობდა ხალხური ანსამბლები.
ყოველივე ეს კი მაშინდელი სოფლის მოსახლეობის
ჯანსაღი სულიერების მანიშნებელია
-
ტრადიციებს აგრძელებენ თანამედროვე სეფიეთელებიც. ქართული
სიმღერა დღეს აქ ისევე პოპულარულია, როგორც წლების წინ და ამაში ახლავე დავრწმუნდებით.
სიმღერა
,,სკან გოლუა“
-
როგორც უკვე მოვისმინეთ კომუნისტურმა რეჟიმმა ისევე,
როგორც მთელს საბჭოთა კავშირის, ჩვენი ტაძრის
სივრცეშიც წმინდა სანთლის ჩაქრობა გამოიწვია. დიქტარტორული რეჟიმი გაცხოველებით ებრძოდა
ყოველგვარ რელიგიურ გამოვლინებას. მართალია სეფიეთელი მრევლისთვის ტაძრის კარი დაკეტილი
იყო, თუმცა მათ ოჯახებში სანთელს ბრწყინვა
არასოდეს შეუწყვეტია.
-
ახალი ეპოქა ჩვენი ტაძრის ისტორიაში 1996 წელს დაიწყო.
კომუნისტური ბორკილებისგან გათავისუფლებულ ტაძარში მოძღვრად ამავე სოფლის შვილი მამა
ანდრია ეკურთხა, რომელმაც ტაძრის წიაღში გააერთიანა სოფლის მართლმორწმუნე მოსახლეობა
-
დღევანდელი დღე მამა ანდრიასთვის განსაკუთრებულად სიმბოლური
და საიუბილეოა, რადგან მისი მოძღვრად კურთხევიდან ზუსტად 20 წელი გავიდა. მოდით მივულოცოთ
ჩვენს სულიერ მამას ეს მნიშვნელოვანინ თარიღი. ერისკაცობაში როლანდი მელია, ხოლო სასულიერო
ცხოვრებაში მამა ანდრია 1973 წელს დაიბადა. სწავლობდა სეფიეთის საჯარო სკოლაში,
რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო. სასულიერო სასწავლებელში . ისევე, როგორც
ყველა მისი თანატოლი, ძალიან აქტიური ბავშვი იყო, უყვარდა ფეხბურთი და ცეკვა. აქტიურად
მონაწილეობდა საერო ცხოვრების აქტუალურ საკითხებში. სულიერი გარდატეხა .....ასაკში
მოხდა, რამაც გავლენა მის შემდგომ ცხოვრებაზე იქონია.
-
1996 წელს საკუთარი
სოფლის სულიერი მამა გახდა და სოფლის მართლმორწმუნე მოსახლეობა ტაძრის წიაღში გააერთიანა.
წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი ტაძრისა და სულიერ ქრტეხილებ გამოვლილი მოსახლეობის
წინამძღვრობა სულაც არ იყო ადვილი, თუმცა ღთისმიერმა სიყვარულმა და უფლის შემწეობამ
მამა ანდრიას ღირსეულად ატარებინა ესოდენ მძიმე ჯვარი და უკვე ორი ათწლეულია ის არამარტო
სეფიეთის მოსახლეობის საყვარელი სულიერი მამაა.
-
ახლა კი სცენაზე ვიწვევთ მამა ანდრიას ქალიშვილს ქრისტინა
მელიას, რომელიც ჩვენს მოძღარს ერთი ლამაზი დღით მიულოცავს ამ ღირშესანიშნავ დღეს.
ქრისტინა
,,საქართველო“
-
ახლა კი დროა სცენა ჩვენი სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს
დავუთმოთ, რომელიც პატრიარქის მიერ დაწერილ ლექსს წაიკითხავს. ნინო მელია სცენაზე.
ნინო
და ნანო-პატრიარქის ლექსი
საქართველო
უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანაა. ქართული ცეკვა და სიმღერა მსოფლიოშია აღიარებული,
თუმცა განსაკუთრებული და ტკბილჰანგოვანია მეგრული სიმღერა, რომელიც ნათლად გამოხატავს
მეგრელი კაცის სულსა და გულს. ამაში ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით. ანი და მედეა
სცენაზე.
ანი
და მედეა ,,სამარგალო ნანინა“
-
ლოლიტა ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ლამაზი სიმღერები და
ლექსები, თუმცა ქართული კულტურა მხოლოდ სიმღერით როდია ცნობილი
-
მართალი ხარ ბიჭიკო ქართული ტრადიციული ცეკვა ხომ მსოფლიოშია
ცნობილი. მოდით მივესალმოთ ჩვენს მოცეკვავეებს.
ცეკვა
-
დიდი მადლობა მოცეკვავეებს. ახლა კი თქვენის ნებართვით
ჩემს სულიერ მამას, ერთი ლამაზი სიმრერით მეც მივულოცავ ამ ღირშესანიშნავ თარიღს
ხმალი
ავლესოთ
-
ახლა კი თქვენს წინაშე წარსდგებიან ჩვენი სკოლის ის
პატარა აღსაზრდელები, რომლებიც მუხურჩაში ცხოვრობენ, თუმცა განათლების კერად ჩვენი
სოფლის სკოლა აირჩიეს. ვთხოვთ მათ სცენაზე.
(
მუხურჩელი ბავშვები)
-
მოდით ახლა სცენა ჩვენი სკოლის პატარა აღსაზრდელებს
დავუთმოთ, რომლებიც ლამაზი ლექსებით გამოხატავენ თავიანთ ემოციებს
1-2
კლასელები
ბასტი
ბუბუს ბავშვები ორივე სიმღერით.
-
დღევანდელ ზეიმში თანაბარი ინტერესით ჩაერთვნენ, როგორც
დაწყებითი კლასების, ისე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც ძალიან საინტერესო
კომპოზიციაზე იმუშავეს. მოდით მოვუსმინოთ მათ.
-
ახლა კი თქვენის ნებართვის ერთი ქართული სიმღერით მეც
მივულოცავ მამა ანდრიას დღევანდელ დღეს.
-
დღევანდელი ჩვენი მოკრძალებული ღონისძიების მიზანი იყო
თქვენთვის და განსაკუთრებით მამა ანდრიასთვის ერთი სასიამოვნო დღე გვეჩუქებინა და
მგონი გამოგვივიდა კიდეც
-
გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და
მომავალ სეხვედრამდე დაგემშვიდობოთ.
ყოჩაღ !
ReplyDelete