საგნობრივი პროექტები





სკოლა
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფითის საჯარო სკოლა
კლასი
XI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
9
მასწავლებელი
ბიჭიკო ოჩიგავა
საგანი
ინგლისური ენა
სსსმ მოსწავლე
კლასში სსსმ მოსწავლე არ ირიცხება
განხორციელების ვადები
4 კვირა
აზროვების დონეები
მაღალი. ანალიზი, სინთეზი, შეფასება.
პროეტგაკვეთილის თემა
Fit and well
თემის შინაარსი და აქტუალობა
როექტის ფარგლებში მოსწავლეები რამდენიმე დაავადებას გაეცნობიან. გამოიკვლევენ მათ გამომწვევ მიზეზებსა და გავრცელების რისკებს. თემა ეროვნული სასწავლო პროგრამაშია ჩაშვებული და მეთერთმედე კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოშია მოცემული. მოსწავლეები შემდეგ დაავადებებზე იმუშავებენ: ,, FLU AND NOROVIRUS”. თემატიკა საკმაოდ აქტუალურია. ნოროვირუსით როგორც წესი, სტატისტიკურად მოზარდები იმფიცირდებიან, რადგანაც მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გათვიცნობიერებული ის, რომ აუცილებელია პროდუქტის ვარგისიანობის იდენტიფიცირება მის მიღებამდე. აგრეთვე მოზარდებს და განსაკუთრებით პატარებს ავიწყდებათ ხელების საპნით დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ, რაც იწვევს ნოროვირუსის ბაქტერიების შეჭრას ორგანიზმში. რაც შეეხება გრიპს, ის ყველა დროის აქტუალური პრობლემაა მოზარდებში და არამარტო მათში. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ  გრიპით დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე მატულობს. ვიანაიდან პროექტის განხორციელების ვადები სწორედ ზამთრის პერიოდს დაემთხა, მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა იდეა, გრიპზეც გაემახვილებინათ ყურადღება. მათ იდეა სიხარულით მიიღეს. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებს და არამარტო მათ, საინტერესო ცნობები მიაწოდონ აღნიშნულ დაავადებებზე და მისცენ მათ საჭირო რეკომენდაციები.
პროექტგაკვეთილის მიზანი
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები განივითარებელ მაღალ სააზროვნო უნარებს. გაეცნობიან დაავადებებს  და მათ გამომწვევ მიზეზებს. მოპოვებული ინფორმაციების დახარისხების, შესწავლისა და კომპედენტურ პირებთან ინტერვიუების შემდეგ,  შეძლებენ აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაციებს ამოყალიბებასა და გაცემას. თემებზე მუშაობისას განივითარებენ თანამშრომლური მუშაობის უნარებსაც. ინფორმაძიებს მოიძიებენ, როგორც სახელმძღვანელოდან, ისე ინტერნეტიდან. კომპედენტურ პირებთან ინტერვიუებით განივითრებენ სოციალურ უნარებს. მოპოვებული ინფორმაციების შეჯერების შემდეგ შეძლებენ დასკვნების გამოტანას.
პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან შეძლებენ ერთ-ერთის არჩევას და მათი მოსაზრებების დასაბუთებას. პროექტზე მუშაობის ფარგლებში გაიმდიდრებენ ლექსიკას და გაიუმჯობესებენ მეტყველების უნარებს. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს განივიტარონ კვლევა-ძიების უნარებიც.

ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღრული მისაღწევი შედეგები
ინგლ.XI.3. მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიას. ა. მოსწავლე ამოიცნობს ზოგად შინაარსს.
●ნაცნობ სიტყვებსა, თუ გამოთქმებზე დაყრდნობით ამოიცნობს საკომუნიკაციო კონტექსტს, სიტუაციას, მთავარ თემას/საკითხებს.
ინგლ.XI.4. მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
● მართებულად იყენებს მეტყველების ფამილიარულ და თავაზიან ფორმებს.
ინგლ.XI. 7. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს.
●საუბრის დაწყებამდე თავს უყრის რესურსებს
●გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, ნელა და გარკვევით წარმოტქმას, გამეორებას.
ინგლ.XI.11. მოსწავლე იგებს ფაქტობრივი მასალის შემცველ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე.
●ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს
●ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას

ინგლ. XI.19. მოსწავლეს განვიტარებული აქვს ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
● სათანადოდ იყენებს კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების  სტრატეგიებს.
● გამოკვეთს მიზანს, რომელსაც ემსახურება ესა თუ ის აქტივობა, ან დავალება.
●ეფექტურად იყენებს რესურსებს
●მოსწავლე თანამშრომლობს მეწყვილესთან, გუნდის წევრებთან.
წინარე ცოდნა და არსებული უნარები
მოსწავლეები იცნობენ დამიანის იმუნურ სისტემას და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ბიოლოგიიდან. მათ გააჩნიათ საკმარისი ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში საიმისოდ, რომ მოახერხონ თემების თარგმნა, ორგანიზება და კლასიფიცირება. ფლობენ სამეტყველო უნარ-ჩვევებსაც. შეუძლიათ ,, POWER POINT”-ში მუშაობა და ელექტროული პრეზენტაციის შექმნა.
მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები  საწყის ეტაპზე
საწყის ეტაპზე ვაფასებ მოსწავლის ნამუშევრებს. საშინაო დავალებებს, რაც მაძლევს საშუალებას მათ წინარე და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით განვახორციელო მიზნები პროექტის ფარგლებში. აგრეთვე ვაკეთებთ დიაგრამას „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე“  აღნიშნული დიაგრამები დაეხმარებიან მოსწავლეებს, გაარკვიონ თუ რა იციან პროექტის დაწყებამდე დ.ა დაინტერესდნენ საკითხით მანამ,სანამ მის სიღმისეულად დამუსავებას შეუდგებიან.
შეფასების ინსტრუმენტები: ტესტები, თვითდაკვირვების დღიურები.
მომდევნო ეტაპზე „დაფიქრდი დააწყვილე გაუზიარე“ ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები ერთობლივად განიხილავენ საკითხს და მუშაობენ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.ეს მათ მეტად ორგანიზებაში ეხმარება. შეფასების ინსტრუმენტი: კითხვებზე პასუხები.
ბოლო ეტაპზე ვაფასებ შექმნილ პროდუქტებს.
მიმართულების მიმცემი კითხვები
1.       What do you think of these ilnessess?
2.       How often do you get ill with these ilnessess?
3.       Why did you decide to make project? What is your aim?
4.What do you think of flu? What kind of  illness is this?
5.How does it spread?
6.What  symptoms does it have
7.What do you think of norovirus?
8.How often do people get  ill with this illness? What can you say about statistic in Georgia?
9.How does it spread?
10.    What symptoms does it have?
11.What do you think of the seaseack?
12.Is this illness actuall in our country?
13.How does it spread?
14.How can we know that we are infected with one of these illness?
15.How can we avoid these illness?  What can we do to solve this problem?


სასწავლო პროცედურები
პირველი კვირა. პროექთგაკვეთილის დაგეგმვა, ძირითადი თემის განხილვა, დამატებითი თემის არჩევა, იდეების გაცვლა-გამოცვლა, უკუკავშირი, ჯგუფების შექმნა და თემების გადანაწილება.
პირველ დღეს მოსწავლეებს გავაცნობ იდეას. დავსვამ  ზოგად კითხვებს და მოვიპოვებ ინფორმაციას  მათი  მზაობისა და მოლოდინების შესახებ. ვთხოვ მათ თავადვე აირჩიონ თემები და ფლიფჩარტზე მოვინიშნავ მათ იდეებს, შეხედულებესა და მოსაზრებებს. ვკითხავ მათ, თუ რა პროდუქტების შექმნას შეძლებენ პროექტზე მუშაობის ფარგლებში. ვთხოვ მათ აწარმოონ დაკვირვების დღიურები და მუშაობის პარალელურად ჩაინიშნონ საინტერსო საკითხები. აგრეთვე მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი მუშაობის პროცესს. მივცემ მათ თავისუფლებას დაიყონ ჯგუფებად და იმუშაონ თანამშრომლური პრინციპით. შევთავაზებ მათ ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიულ გზებს საჭიროების შემთხვევაში და ვუზრუნველვჰყოფ ყველა საწირო რესურსით:
● აუდიო ჩამწერი
●ვიდეოკამერა
●ფლიფჩარტები
●მარკერები
●ფერადი და თეთრი თაბახები
მეორე კვირა. იტერვიუების ჩაწერა, სახელმძღვანელოში მუშაობა, ინტერნეტიდან დამატებითი ინფორმაციებისა და  საჭირო ფოტო მასალების მოპოვება, მოპოვებული ინფორმაციების თავმოყრა, დახარისხება, საჭირო და მთავარი საკითხების გამოკვეთა, ჯგუფური განხილვა, უკუკავშირი, გადაწყვეტილებების მიღება.
საჭირო ინფორმაციების მოპოების მიზნით,  ჯგუფებში გადანაწილებული მოსწავლეები მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს.
●ინტერვიუ-ექიმთან, მოსწავლეებთან.
●დაკვირვება- გრიპით ინფიცირებულ მოსწავლეებზე
მიმართავენ ინტერნეტს და მოიპოვებენ მათთვის საჭირო ინფორმაციებს. პარალელურად მუშაობენ სახელმძღვანელოზეც და ახდენენ მასში არსებული ცნობების დახარისხებას. საჭირო მასალების თავმოყრის შემდეგ შექმნიან ფოკუსჯგუფს და მოახდენენ აზრების შეჯერებას. მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, იდეების წამოწევა, ინფორმაციების ხელახლა განხილვა მთავარი საკითხების გამოკვეთა. გააკეთებენ თვალსაჩინოებებს, რომლებზეც დაიტანენ ძირითდ საკითხებს. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას, რომელსაც გამოიყენებენ პროექტის პრეზენტაციის დღეს. შეარჩევენ პრეზენტატორებს და დაიწყებენ მსჯელობას იმ პროდუქტებზე, რომლებსაც პროექტის პრეზენტაციის დღეს წარადგენენ.
მესამე კვირა. პროდუქტების შექმნა
პროდუქტები, პროექტზე მუშაობის ბოლო კვირას შეიქმნება და ისინი იქნება:
●კედლის გაზეთი
●ელექტრონული პრეზენტაცია
●საინფორმციო ბუკლეტი
●ვიდეო სიუჟეტი ინგლისურ ენაზე
მეოთხე კვირა. პროექტის პეზენტაცია
პროექტის პრეზენტაცია.
აქტივობები და დროის მენეჯმენტი
A-ფაზა. გამოწვევა. განწყობის შექმნა.
აქტივობა1. ვიდეოს ჩვენება. 2წთ.
ვიდეოში ნაჩვენები იქნება აღნიშნული დაავადებების შესახებ მოკლე კოლაჟი, რითაც შეიქმნება თემასთან დაკავშირებული მზაობა და განწყობა.
აქტივობა2. მისალმება. 3 წთ.
სამი მოსწავლე გამოვა დაფასთან და აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიესალმება. ისინი გააკეთებენ მოკლე ანოტაციას მათი კვლევის შესახებ.
1.       Hello our teachers. Today we are here to make presentation of our project
2.       We have worked for this project  for 3 weeks and now we are ready to show you what we have done
3.       We had different ideas but finally we decided to work on illness, especially we tried to get informations about  three sort of illness. Norovirus, flue and seasack.
4.       We were devided in two groups and all of us worked on different  themes
5.       Now it’s time to begin and lets talk about flu.
B-ფაზა. ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა3.  თემაზე ,,FLU”  მეთოდი: პრეზენტაცია. 10 წთ.
ორგანიზების ფორმა: წყვილებში
მოსწავლეები ელექტრონული პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს გრიპის თემაზე. ჯგუფის  წევრები დადგებიან  მონიტორთან და წყვილებში გააკეთებენ პრეზენტაციას. ჯგუფის ერთი წევრი წარმოადგენს ინფორმაციას ინგლისურ ენაზე, ხოლო მეორე გადათარგმნის მას ქართულ ენაზე. შემდეგ კი შეიცვლება როლები. პრეზენტაციის ფარგლებში შეეხებიან ძალიან საინტერესო საკითხებს:
● დაავადების ტიპი
● მისი გამომწვევი მიზეზები
●მასთან დაკავშირებული რისკები
●დამახასიათებელი სიმპტომები
●რეკომენდაციები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები და ვიმკურნალოთ დაინფიცირების შემთხვევაში.
ჯგუფიII. აქტივობა: ,,S.O.S NOROVIRUS”  მეთოდი: პრეზენტაცია .10 წთ.
ორგანიზების ფორმა: წყვილებში
ჯგუფის წევრები იმუშავებენ მათ მიერ შექმნილ თვალსაჩინოებებთან. ისაუბრებენ აღნიშნულ დაავადებებზე წყვილებში. თარგმნისა და როლების შეცვლის პრინციპით. რეკომენდაციებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრისას გადაინაცვლებენ მომდევნო თვალსაჩინოებასთან, რომელიც კედელზე იქნება გაკრული. პრეზენტაციის ფარგლებში შეეხებიან ძალიან საინტერესო საკითხებს:
● დაავადების ტიპი
● მისი გამომწვევი მიზეზები
●მასთან დაკავშირებული რისკები
●დამახასიათებელი სიმპტომები
●რეკომენდაციები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები და ვიმკურნალოთ დაინფიცირების შემთხვევაში.

აქტივობა4. გრაგნილების დაფა. 5 წთ.
ინდივიდუალური მუშაობა
მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისა და განმტკიცების მიზნით საინტერესო აქტივობას გამოვიყენებ. დაფაზე ძაფებით მივამაგრებ ფერადი თაბახებისგან გაკეთებულ პატარა გრაგნილებს. თითოეული მოსწავლე მოხსნის ერთ გრაგნილს და დაუბრუნდება მერხს. მან უნდა წაიკითხოს გრაგნილზე დატანილი  წინადადება და მიხვდეს თუ რომელ დაავადებაზეა მასში საუბარი. შემდეგ წაიკითხოს მოცემულობა და დააფიქსიროს მისი პასუხი.
აქტივობა5. ექიმი და პაციენტი. 5წთ
მეთოდი: წყვილებში მუშაობა
ამ აქტივობაში მოსწავლეები მოირგებენ ექიმ-პაციენტის როლებს და წარმოადგენენ საინტერესო სცენებს. აქტივობაში ორივე ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. თითო ჯგფიდან ერთი წარმომადგენელი მოირგებს ექიმის როლს, შესაბამისად შეიმოსება თეთრი ხალათით. ჯგუფის დანარჩენი წევრები კი მოირგებენ პაციენტის ამპლუას. მათ შორის შედგება საინტერესო დიალოგები. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის სიახლეს წარმოადგენს და ხელს უწყობს მათში მეტყველების უნარის განვითარებას.
სცენარი.
C-ფაზა. შეჯამება. 5წთ.
ვაფასებ მოსწავლეთა ნამუშევრებს, მათ აქტიურობასა და ჩართულობას წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის გამმოყენებით. გამოვიყენებ, როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასების სისტემას. მოვახდენ უკუკავშირს მათთან და მოვისმენ მათ მოსაზრებებსაც მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით.

გამოყენებული რესურსები
ვიდეორგოლი, პროექტორი, კომპიუტერი, აუდიო ჩამწერი, ფერადი ფერადი და თეთრი თაბახები, მარკერები, ფერადი ფანქრები, წიგნი, ფლიფჩარტები, დაფა.
შექნილი პროდუქტები/ნამუშევრები
●კედლის გაზეთი
●ელექტრონული პრეზენტაცია
●საინფორმციო ბუკლეტი
●ვიდეო სიუჟეტი ინგლისურ ენაზე

შეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი წინსაწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.




ფოტოგალერეა








ჯგუფის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტი






                           ელექტრონული პრეზენტაცია




პროექტგაკვეთილის რეფლექსია

მიმდინარე წლის 22 თებერვალს სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის XI- კლასში, ჩავატარე პროექტგაკვეთილი თემაზე ,,Fit and Well”. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები რამდენიმე დაავადებას გაეცნენ. გამოიკვლიეს მათი გამომწვევი მიზეზები და გავრცელების რისკები. თემა ეროვნული სასწავლო პროგრამით მეთერთმეტე კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოშია მოცემული. მოსწავლეები შემდეგ დაავადებებზე იმუშავეს: ,, FLU AND NOROVIRUS”. თემატიკა საკმაოდ აქტუალურია. ნოროვირუსით როგორც წესი, სტატისტიკურად მოზარდები იმფიცირდებიან, რადგანაც მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გათვიცნობიერებული ის, რომ აუცილებელია პროდუქტის ვარგისიანობის იდენტიფიცირება მის მიღებამდე. აგრეთვე მოზარდებს და განსაკუთრებით პატარებს ავიწყდებათ ხელების საპნით დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ, რაც იწვევს ნოროვირუსის ბაქტერიების შეჭრას ორგანიზმში. რაც შეეხება გრიპს, ის ყველა დროის აქტუალური პრობლემაა მოზარდებში და არამარტო მათში. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ გრიპით დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე მატულობს. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს შორის თანამშრომლური უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მათ გაიმდიდრეს ლექსიკა. განივითარეს კვლევა-ძიებისა და ზეპირმეტყველების უნარები. პროექტგაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული და ის საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა და ორგანიზების ფორმებმა, მოსწავლეებს საშუალება მისცა სრულყოფილად ეჩვენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები ინგლისურად მიესალმნენ პედაგოგებს (შფასების ჯგუფის წევრებს) და მათ, მათ მიერ გაკეთებული ელექტრონული პრეზენტაცია წარუდგინეს. ისინი წყვილებად მუშაობდნენ და თანმიმდევრულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მეორე ჯგუფმა საკითხის გადმოსაცემად, მათ მიერ წინასწარ შექმნილი თვალსაჩინოები გამოიყენეს. პრეზენტაციებს საინტერესო აქტივობები ჩავანაცვლე, რამაც მოსწავლეთა ცოდნა განამტკიცა. ბოლო აქტივობა ,,ექიმი და პაციენტიგახლდათ. მოსწავლეებმა საკლასო ოთახის ერთ კუთხეში საავადმყოფოს იმიტაცია მოაწყვეს. მათ ინგლისურ ენაზე გაითამაშეს ექიმ-პაციენტის როლები. თემა რა თქმა პროექტის ფარგლებში გაცნობილ დაავადებებს შეეხებოდა. ბოლოს მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები: კედლის გაზეთი და ინგლისურ მომზადებულოი ვიდეო-სიუჟეტი წარადგინეს. შეჯამების ეტაპზე უკუკავშირზეც გავამახვილე ყურადღება და მოსწავლეებს კითხვებით მივმართე. პროექტგაკვეთილით კმაყოფილი ვარ. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ თანამშრომლური უნარები. საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდნენ ერთმანეთს. გაკვეთილზე ვიყავი პასიური და საჭიროების შემთხვევაში ,,სკაფოლდინგი“-ს ფუნქციას ვასრულებდი. თითქმის ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თუმცა აღნიშნული გაკვეთილის თავიდან ჩატარების საშუალება რომ მქონდეს, გაცილებით მეტი ყურადღებითა და მონდომებით შევარჩევდი რესურსებს, რათა შედეგი გაცვილებით კარგი ყოფილიყო. საბოლოო ჯამში,  შეფასების ჯგუფმა პროექტგაკვეთილი დადებითად შეაფასა.




                                                   შეფასების რუბრიკა
შეფასების ინსტრუმენტი
კი
ნაწილობრივ
არა
1
მოსწავლე ლოგიკურად
აყალიბებს აზრს






2
მოსწავლე აქტიურად არის
ჩართული ინტერაქციაში






3
მოსწავლე აქტიურობს ჯგუფურ
სამუშაოში






4
მოსწავლე სვამს კითხვებს



5
მოსწავლე პრეზენტაციისას
საუბრობს დამაჯერებლად






6
მოსწავლე აქტიურია ინდივიდუალური
მუშაობისას






7
მოსწავლე თანამშრომლობს მეწყვილესთან



8
მოსწავლე ეხმარება თანაკლასელს



9
მოსწავლე მიზანმიმართულად იყენებს
რესურსებს






10
ოპსწავლე არის აქტიური



11
მოსწავლემ მიაღწია შედეგს




No comments:

Post a Comment