Pages
- ჩემ შესახებ
- ჩემი სკოლა
- ჩემი სადამრიგებლო კლასი
- სადამრიგებლო სამუშაოების კალენდარული გეგმა
- ღია გაკვეთილები
- ინტეგრირებული გაკვეთილები
- საგნობრივი პროექტები
- არასაგნობრივი პროექტები
- შემაჯამებელი სამუშაოები
- ჩემ მიერ შექმნილი რესურსები
- ღონისძიებები
- თემატური გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაციები
- ფასილიტატორი და შეფგასების ჯგუფის წევრი
- მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო ოლიმპიადებში
- პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა
- ჩემი შემოქმედება
- სხვა...
Sunday, January 29, 2017
კოლეგებო! მოგეხსენებათ კითხვის უნარის განვითარება უცხო ენაში იმის ერთ-ერთი აუცილობელი პირობაა, რომ მოსწავლის ლექსიკური მარაგი გამდიდრდეს. ისიც ცხადია, რომ არსებული საკლასო სახელმძღვანელოები საკმაოდ რთული საკითხავი მასალებითაა გაჯერებული და მათი უმეტესობა ზოგ შემთხვევაში სულაც არ არის მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული და მათი გაცნობა უბრალოდ ვალდებულებას წარმოადგენს. გადადით ამ ლინკზე, სადაც უამრავ სახალისო და ამავდროულად მარტივი ლექსიქით შედგენილ საბავშვო მოთხრობებს გაეცნობით. თემატიკის მრავალფეროვნება მოგცემთ შესაძლებლობას, ბავშვებს თავადვე აარჩევინოთ მათთვის საინტერესო თემები, რომლებსაც შემდეგ ინტერესით წაიკითხავენ. ეცადეთ წააკითხოთ მოსწავლეებს თითო პატარა მოთხრობა მაინც კვირაში. საზაფხულო არდადეგებზე კი მათი გამოყენება შესანიშნავი იქნება.
Friday, January 6, 2017
სსიპ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
საგანი: ინგლისური ენა
თარიღი: 12/01/17
|
#
|
საჭიროება
|
აქტივობა
|
განმახორციელებელი
ორგანიზაცია
|
პერიოდი
|
აქტივობის
განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი
|
|
1
|
საგანთა
შორის კავშირების დადგენა
|
ინტეგრირებლი
გაკვეთილი
|
სკოლა
|
თებერვალი.2016
წელი
|
გაკვეთილის
ჩატარების ოქმი.გაკვეთილის გეგმა.
|
|
2
|
მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლება
|
სასწავლო
რესურსის შექმნა
|
სკოლა
|
თებერვალი.2017წელი
|
რეფლექსია.შეფასების
ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმი.
|
|
3
|
პროფესიული
განვითარება
|
საკუთარი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
|
სკოლა
|
თებერვალი-მაისი.
2017 წელი
|
კველევის
ანგარიში. შეფასების ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმი.
|
|
4
|
ეფექტური
საგაკვეთილო პროცესის წარმართვა
|
სასწავლკო
რესურსის შექმნა
|
სკოლა
|
მაისი.
2017 წელი
|
რეფლექსია.შეფასების
ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმი.
|
|
5
|
პროფესიული
განვითარება
|
საგნობრივ/მეთოდური
ტრენინგები
|
მასწავლებლის
სახლი
|
მთელი
წლის მანძილზე
|
სერთიფიკატები
|
პირველი სემესტრის თვითშეფასება
ახალი 2016-2017 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და
ენთუზიაზმით დავიწყე. სექტემბრის დასაწყისშივე შევადგინე სადამრიგებლო პროგრამა ჩემი
სადამრიგებლო კლასისთვის და შევეცადე პირველი სემესტრის განმავლობაში, წინასწარ დაგეგმილი
აქტივობები სრულყოფილად განმეხორციელებინა. ვატარებდი კლას საათებს, რომლის ფარგლებშიც
საინტერესო თემები განვიხილეთ. პირველი სემესტრი კი გრანდიოზული საახალწლო კარნავალით
გავაცილეთ. პირველ სემესტრში საკუთარი მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან შევცვალე მიდგომა მოსწავლეებთან
და იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესი თითოეული მოსწავლისთვის თანაბრად საინტერესო
ყოფილიყო, გაკვეთილებს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით ვატარებდი. შედარებით
სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ვთავაზობდი მათი უნარების შესაბამის დავალებებს.
მათთან მუშაობა დაბალი საფეხურიდან (თავიდან) დავიწყე, რამაც მათი მოტივირება განაპირობა
და ისინი უკვე მშვენივრად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დამოუკიდებლადაც
მუშაობენ დავალებებზე. აღნიშნულმა სტრატეგიამ ყველა კლასში გაამართლა და ის, რომ კლასებში
უმოქმედოდ დარჩენილი მოსწავლე არ მიზის, ძალიან სასიხარულოა ჩემთის. პირველი სემესტრი
საკმაოდ ნაყოფიერი იყო პროფესიული განვითარების მხრივაც. გავიარე ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული
საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრენინგები და ვცდილობ შეძენილი ცოდნა საკუთარ პრაქტიკაში დავნერგო.
ტრენინგის გავლის შემდეგ, როგორც შეხვედრების ფასილიტატორს, მქონდა სამუშაო შეხვედრა
სხვადასხვა სკოლების პედაგოგებთან, სადაც საინტერესო საკითხები განვიხილეთ და ერთმანეთს
საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. გარდა ამისა აქტიურად ვთანამშრომლობდი ჩემი სკოლის
პედაგოგებთანაც. ჩავატარე საჩვენებელი(სამოდელო) გაკვეთილი მე-4 კლასში, რომელსაც შეფასების
ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ და მათ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. პირველი სემესტრის
ბოლოს კოლეგებს დავეხმარე თვითშეფასების კითხვარის შევსებასა და ინდივიდუალური სამოქმედო
გეგმის შედგენაში.პირველ სემესტრში საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეორე სემესტრში
შევეცდები ჩემი საქმიანობა გაცილებით პროდუქტიული გავხადო და კიდევ უფრო მეტი საინტერესო
აქტივობა განვახორციელო.
Subscribe to:
Posts (Atom)