Sunday, January 29, 2017

კოლეგებო! მოგეხსენებათ კითხვის უნარის განვითარება უცხო ენაში იმის ერთ-ერთი აუცილობელი პირობაა, რომ მოსწავლის ლექსიკური მარაგი გამდიდრდეს. ისიც ცხადია, რომ არსებული საკლასო სახელმძღვანელოები საკმაოდ რთული საკითხავი მასალებითაა გაჯერებული და მათი უმეტესობა ზოგ შემთხვევაში სულაც არ არის მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული და მათი გაცნობა უბრალოდ ვალდებულებას წარმოადგენს. გადადით ამ ლინკზე, სადაც უამრავ სახალისო და ამავდროულად მარტივი ლექსიქით შედგენილ საბავშვო მოთხრობებს გაეცნობით. თემატიკის მრავალფეროვნება მოგცემთ შესაძლებლობას, ბავშვებს თავადვე აარჩევინოთ მათთვის საინტერესო თემები, რომლებსაც შემდეგ ინტერესით წაიკითხავენ. ეცადეთ წააკითხოთ მოსწავლეებს თითო პატარა მოთხრობა მაინც კვირაში. საზაფხულო არდადეგებზე კი მათი გამოყენება შესანიშნავი იქნება.

No comments:

Post a Comment