Friday, January 6, 2017

პირველი სემესტრის თვითშეფასება

    ახალი 2016-2017 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დავიწყე. სექტემბრის დასაწყისშივე შევადგინე სადამრიგებლო პროგრამა ჩემი სადამრიგებლო კლასისთვის და შევეცადე პირველი სემესტრის განმავლობაში, წინასწარ დაგეგმილი აქტივობები სრულყოფილად განმეხორციელებინა. ვატარებდი კლას საათებს, რომლის ფარგლებშიც საინტერესო თემები განვიხილეთ. პირველი სემესტრი კი გრანდიოზული საახალწლო კარნავალით გავაცილეთ. პირველ სემესტრში საკუთარი მუშაობით  კმაყოფილი ვარ, რადგან შევცვალე მიდგომა მოსწავლეებთან და იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესი თითოეული მოსწავლისთვის თანაბრად საინტერესო ყოფილიყო, გაკვეთილებს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით ვატარებდი. შედარებით სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ვთავაზობდი მათი უნარების შესაბამის დავალებებს. მათთან მუშაობა დაბალი საფეხურიდან (თავიდან) დავიწყე, რამაც მათი მოტივირება განაპირობა და ისინი უკვე მშვენივრად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დამოუკიდებლადაც მუშაობენ დავალებებზე. აღნიშნულმა სტრატეგიამ ყველა კლასში გაამართლა და ის, რომ კლასებში უმოქმედოდ დარჩენილი მოსწავლე არ მიზის, ძალიან სასიხარულოა ჩემთის. პირველი სემესტრი საკმაოდ ნაყოფიერი იყო პროფესიული განვითარების მხრივაც. გავიარე  ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრენინგები და ვცდილობ შეძენილი ცოდნა საკუთარ პრაქტიკაში დავნერგო. ტრენინგის გავლის შემდეგ, როგორც შეხვედრების ფასილიტატორს, მქონდა სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა სკოლების პედაგოგებთან, სადაც საინტერესო საკითხები განვიხილეთ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. გარდა ამისა აქტიურად ვთანამშრომლობდი ჩემი სკოლის პედაგოგებთანაც. ჩავატარე საჩვენებელი(სამოდელო) გაკვეთილი მე-4 კლასში, რომელსაც შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ და მათ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს. პირველი სემესტრის ბოლოს კოლეგებს დავეხმარე თვითშეფასების კითხვარის შევსებასა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში.პირველ სემესტრში საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეორე სემესტრში შევეცდები ჩემი საქმიანობა გაცილებით პროდუქტიული გავხადო და კიდევ უფრო მეტი საინტერესო აქტივობა განვახორციელო.

No comments:

Post a Comment