პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამის განხორციელება 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის აპრილიდან კი პროგრამა ამოქმედდა საქართველოს 107 საჯარო სკოლაში.
2014-2015 სასწავლო წელს  პროგრამის პილოტირებაში ჩართული  იყო საქართველოს 482 სკოლა. 2015-2016 სასწავლო წელს კი პილოტირებულ პროგრამაში ჩართული იყო 944 სკოლა. პროფესიული ორიენტაციის მიზანია IX-XI კლასის მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში. პროგრამა აგრეთვე მიზნად ისახავს მოსწავლეები აღჭურვოს პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარით.პროგრამის ფარლებში მოსწავლეებს უწევთ ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობების შესრულება, რაც მათ საკუთარი პიროვნების უკეთ შეცნობაში და შესაბამისად მომავალი პროფესიების გააზრებულად გააზრებაში ეხმარება.



პროგრამამ ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში 2014-2015 სასწავლო წელს შემოაღწია და მხვდა პატივად, მოსწავლეებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორედ მე მემუშავა. თავდაპირველად სიახლეს სკეპტიკურად შევხვდი და მის ეფექტურობაში ეჭვი შევიტანე, თუმცა მოგვიანებით, მოსწავლეებთან პრაქტიკული  მუშაობის კვალდაკვალ ვრწმუნდებოდი, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლესთან მქონდა საქმე. გავიარე ტრენინგები სენაკში, სადაც შემექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ რა კუთხით მიმეტანა სათქმელი მოსწავლეებამდე. პროგრამის ფარგლებში იმდენად საინტერესო აქტივობები შესრულდა, რომ მოსწავლეებმა  სალექციო კურსის საათების გაზრდა მოითხოვეს. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის აბაშის სპეციალისტთან, ინა გერსამიასთან, რომელიც თითოეულ გაკვეთილზე მესწრებოდა და ყველანაირ პირობას მიქმნიდა, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გამხდარიყო. შარშანდელი წლის მუშაობის დადებით შედეგად შემიძლია მივიჩნიო ის, რომ რამდენიმე მოსწავლემ შეცვალა გადაწყვეტილება არჩეულ პროფესიასთან დაკავშირებით, რის მიზეზადაც საკუთარი შესაძლებლობებისა და პიროვნული მახასიათებლების უკეთ გაცნობა დაასახელა. აღნიშნეს, რომ მათი პიროვნული თვისებები არ შეესაბამებოდა მათ მიერ არჩეულ პროფესიას. რამდენიმე მოსწავლე კი პროფესიული სასწავლებლების უპირატესობაში დარწმუნდა და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას ამ კუთხით აპირებს. ვინაიდან შარშან ჩემს სადამრიგებლო კლასთან მიწევდა მუშაობა, თამამად შემიძლია კმაყოფილება გამოვხატო არა მარტო როგორც პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მასწავლებელმა, არამედ დამრიგებელმაც.
2015-2016 სასწავლო წელს პროგრამა გაცილებით მაშტაბური გახდა და როგორც ზემოთ ავღნიშნე,  944 სკოლა მოიცვა. წელსაც ვგეგმავ ძალიან საინტერესო აქტივობებს, შევეცდები შევქმნა სახალისო რესურსები, რაც მოსწავლეებს საკითხის უკეთ აღქმაში დაეხმარება. მჯერა, მონდომებითა და ინას დახმარებით აუცილებლად პირნათლად   გავყვები აღებულ გეზს  და მოსწავლეებს დავეხმარები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც თავისთავად მათი უკეთესი მომავლის გარანტი იქნება.

-------------------------------------

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს აბაშის რაიონის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეები,პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სესიების ფარგლებში სამიქაოს საჯარო სკოლას სტუმრობდნენ, სადაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, კერძოდ კი სამხედრო მფრინავებს შეხვდნენ. დეტალები იხილეთ სიუჟეტში 

 


ექსკურსია სენაკში. შეხვედრა რაიონულ სასამართლოში და შოთა მესხიას სახელობის კოლეჯში.




1 comment:

  1. მომწონს თქვენი მიზნობრივი ექსკურსიები .

    ReplyDelete