ბიჭიკო
ოჩიგავა
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის
საჯარო სკოლა
XIკლასი
2016-2017წ.
ჩემი კლასის მოსწავლეები
1. გაგუა მედეა
|
2. ლაბარტყავა თამარი
|
3. მიმინოშვილი მერაბი
|
4. ოჩიგავა ზაზა
|
5. რურუა ანი
|
6. რურუა ირაკლი
|
7. ღვანია ქეთი
|
8. ღვანია აკაკი
|
9. ყურუა თამთა
|
10. ძველაია ცირა
|
მე და ჩემი კლასი
აღნიშნულ კლასთან მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება გამაჩნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, რადგან მათი კრეატიული აზროვნება და შრომისმოყვარეობის უნარი, მათთან თანამშრომლობაში და არაერთი საინტერესო პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელებაში დამეხმარა. კლასში სულ 10 მოსწავლე ირიცხება, რომელთა უმრავლებოსა თავისუფლად სძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კლასის სამი მოსწავლე: რურუა ანი, რურუა ირაკლი და ღვანია ქეთი ყოველწლიურად ქების სიგელის მფლობელები არიან, რასაც მათი მაღალი აკადემიური მოსწრება უდევს საფუძვლად. აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის სასწავლო ოლიმპიადებში, რაც მომავალში, მათი წარმატების გარანტია. კლასი, თავიდანვე ძალიან შევიყვარე და გადაწეყვეტილება, რომ მათთან თანამშრომლური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, ურთიერთობის დასაწყისშივე მივიღე. წლების განმავლობაში იყო უთანხმოებაც, გაუგებრობაც, წყენაც, მაგრამ პარალელურად ვცდილობდი მათთან მოლაპარაკების გზით მიმეღწია კონსესუსისთის და საბედნიეროდ ყოველთის ვრწმუნდებოდი, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ ხშირად ვმართავ შეხვედრებს მშობლებთან და ვსაუბრობთ საჭირო საკითხებზე. ვცდილობ, მათთან თანამშრომლური ურთიერთბა ჩამოვაყალიბო, რათა, ამით უფრო მეტად შევუწყო ხელი მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.
როგორც ავღნიშნე, კლასი ძალიან აქტიური და მონდომებულია, რაც დამეხმარა მათთან ერთად, მათი დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი, თუ ღონისძიება ჩამეტარებინა. ამ კუთხით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა შარშანდელი წელი. განხორციელებული ღონისძიებები კი აღნუსხულია ჩემს პორტფოლიოში. ახალი სასწავლო წელიც არანაკლებ აქტიური იქნება, რადგან უკვე შევიმუშავე მათთან მუშაობის კალენდარული გეგმა. ვგეგმავ საკლასო პროექტებსა და სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი სახის პრეზენტაციების მოწყობას. აგრეთე ვგეგმავ ექსკურსიებს, რაც მოსწავლეებთან კიდევ უფრო დაახლოების საშუალებას მომცემს. მათი პიროვნული თვისებების უკეთ შეცნობის მიზნით, შევადგინე თითშეფასების რუბრიკა, სადაც მოსწავლეები თავიანთ პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობენ. მეათე კლასის მოსწავლეები ახლა ცხოვრების იმ ეტაპს გადიან, როცა აქტიურად მიმდინარეობს შეხედულებათა და ფასეულობათა გადაფასება. სწორედ ამიტომაც თავს მოვალედ მივიჩნევ, მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, ვგეგმავ თვეში ოთხჯერ ჩავატარო სადამრიგებლო კლას საათი, რომლის ფარგლებშიც არაერთ საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებს შევეხები.
ვფიქრობ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მცირე წვლილი შევიტანე ჩემს სადამრიგებლო კლასთან მუშაობით, როგორც დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო ცნობიერებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გააზრების საქმეში.
პატივს ვცემ და ვითვალისწინებ შემდეგ პრინციპებს
1. ჩათვალე სკოლა ადგილად, სადაც შეიძლება სრულად გამოვლინდეს შენი ნიჭი.
2. მონახე შენში სახე შენი
3. ნუ ჩაიკეტები მასწავლებლობაში.
4. დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია- იყავი ბედნიერი.
5. იყავი მართალი და პატიოსანი.
6. დააფასე იუმორის გრძნობა.
7. იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
8. ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
9. გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.
4. დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია- იყავი ბედნიერი.
5. იყავი მართალი და პატიოსანი.
6. დააფასე იუმორის გრძნობა.
7. იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
8. ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
9. გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.
მასწავლებლის 10 მცნება
(ჯორჯ პოია.)
1. გაინტერესებდეს შენი საგანი.
2. იცოდე შენი საგანი.
3. უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებააოდეს თავად აღმოაჩენ.
4. ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალგედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5. არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულადმუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6. დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7. დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8. ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინეზოგადი მეთოდი.
9. არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოსსაიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს
(ჯორჯ პოია.)
1. გაინტერესებდეს შენი საგანი.
2. იცოდე შენი საგანი.
3. უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებააოდეს თავად აღმოაჩენ.
4. ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალგედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5. არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულადმუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6. დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7. დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8. ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინეზოგადი მეთოდი.
9. არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოსსაიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს
სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
> აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არისაუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა დაშესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა,მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობისგანვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები)დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათიინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილისირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
> თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას,ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლოცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოსსაკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან დაუფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები,სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს დაბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი,სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრიგებლის საქმიანობა უამრავ კომპონენტს მოიცავს და
იგი განისაზღვრება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საგნის სწავლებით, არამედ მოსწავლის
მრავალმხრივი განვითარების ფართო სპექტრით. ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი
პროცესია, რაც უამრავ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული და მასწავლებლისგან უდიდეს ძალისხმევას
მოითხოვს. სიტყვა ,,დამრიგებელი“ ერთი შეხედვითაც
ცხადჰყოფს იმ საქმიანობის უმთავრეს არსს, რომელსაც ის გამოხატავს და თავისთავად მოსწავლის
დარიგებას გულისმობს. დაარიგო სხვა, ნიშნავს,
რომ თავად გაგაჩნდეს ყველა საჭირო ბერკეტი და გქონდეს შესაბამისი კომპეტენცია. ისიც
თავისთავადია, რომ ყოვლისმცოდნე არავინაა და შესაბამისად ვერც დამრიგებელს მოვთხოვთ
შეუძლებელს. სწორედ ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა და
მათთან თანამშომლობა, არამხოლოდ ბავშვის ჩამოყალიბების გარანტიაა, არამედ თვით პედაგოგის დინამიური განვითარების
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაცაა. როგორც ამბობენ ,,სწავლა სიკვდილამდეა“. დამრიგებლის როლი სასკოლო სივრცეში ძალლიან საპასუხისმგებლო
და ამავდროულად საინტერესო და სასიამოვნოცაა. დამრიგებელი ვალდებულია იზრუნოს მოსწავლის,
ამ შემთხვევაში მისი სადამრიგებლო კლასის მრავალპროფილურ განვითარებაზე. მის უმთავრეს
მისიას უნდა წარმოადგენდეს, მოსწავლეებში ფუნდამენტური ღირებულებების, ჰუმანიზმის,
პატრიოტიზმის, ღვთისმოსაობის, სიყვარულის, ემპათიისა და ტოლერანტული უნარების წახალისება
და განვითარება. კონკრეტული საგნის სწავლებისა და ამ კუთხით საჭირო კომპეტენციების
განვითარების პარალელურად, დამრიგებელმა მისი მოსწავლე, პირველ რიგში სრულყოფილ და
მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანად უნდა ჩამოაყალიბოს. 21-ე საუკუნემ და გლობალიზაციის
ეპოქამ, თანამედროვე ადამიანი გამოწვევების წინაშე დააყენა. სიახლეებზე ორიენტირებამ
და უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვამ, საზოგადოებრვი ცხოვრების ყველა სფეროში კონკურენციის
გაცხოველება გამოიწვია, რამაც დღის წესრიგში, სწორედ ადამიანის მრავაპროფილური განათლების
აუცილებლობა დააყენა. სამყაროს მაჯისცემა არც
მომავალში შეწყდება და შესაბამისად მისი რიტმისთვის ფეხის აწყობა და კონკურენტუნარიან
გარემოში ადაპტირება რომ შევძლოთ, ამისათვის მომავალი თაობის მომზადება სწორედ დღეიდან
უნდა დავიწყოთ. სკოლა ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ყველაზე მეტად ხელეწიფება ღირსეული მომავლის
შექმნა. დამრიგებლის მოვალეობაც სწორედ იმ ფუნდამენტის ჩაყრაა, რომელზეც მყარი ზედნაშენი
უნდა წარმოიქმნას. მე, როგორც კლასის დამრიგებელი, მივიჩნევ, რომ მოსწავლეებთან
სასურველი მიზნის მიღწევა, ანალიტიკური
ხედვით, სწორი მიდგომითა და მათ ინტერესებზე მორგებული საინტერესო აქტივივობების თანმიმდევრული
განხორციელებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომაც დამრიგებელი ვალდებულია, ყოველი ახალი
სასწავლო წლის დასაწყისში დაადგინოს კლასის საჭიროებები, ინტერესები, მისწრაფებები,
შესაძლებლობები და ყოველლივე ამის გათვალისწინებით დაგეგმოს და თავი მოუყაროს იმ აქტივობებს,
რომლებსაც მთელი წლის მანძილზე განახორციელებს. ჩემი სადამრიგებლო პროგრამა კი ასე
გამოიყურება:
ღონისძიებები
№
|
ღონისძიებების
ჩამონათვალი
|
მიზანი
|
პერიოდი
|
1
|
ახალი
წლის ზეიმი
|
საახალწლო განწყობის
შექმნა. პირველი სემესტრისა და ძველი წლის შჯამება.
|
დეკემბერი
|
2
|
3
მარტი. დედის დღე
|
დედებისთვის პატივის
მიგება და მათთვის ერთი სასიამოვნო დღის ჩუქება.
|
მარტი
|
3
|
,,We love English”
|
ინგლისური ენის ცოდნის წარმოჩენა-დემონსტრირება. ენის
პოპულარიზაცია. ზეპირმეტყველების უნარების განვითარება. საინტერესო თემებისა და სიმღერების
მორგება.
|
მაისი
|
პროექტები
№
|
პროექტის ჩამონათვალი
|
მიზანი
|
პერიოდი
|
1
|
,,მობილომანია“
|
მობილური ტელეფონების ისტირია. პირველი მობილური.
მათზე დამოკიდებულებისა და მავნებლობის შესახებ ინფორმაციების მოძიება.
|
ნოემბერი
|
2
|
ENGLISH
PROJECT
|
პროექტ-გაკვეთილი. კვლევა-ძიების უნარების განვითერება.
დამოუკიდებელი და თანამშრომლური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება. ინფორმაციათა დახარისხება.
|
თებერვალი
|
სარეკლამო რგოლები
№
|
სარეკლამო რგოლების
ჩამონათვალი
|
მიზანი
|
პერიოდი
|
1
|
ახალი
წლის მილლოცვა
|
საახალწლო განწყობის
შექმნა
|
დეკემბერი
|
2
|
მობილომანია-ახალი
ნარკოტიკი
|
მობულურ ტელეფონზე
დამოკიდებულების ხაზგასმა და მისი უარყოფითი მხარეების წარმოჩენა
|
ნოემბერი
|
3
|
უპატრონო საფლავები
,,ჩვენ უნდა ვახსოვდეთ“
|
გარდაცვლილთათვის
პატივის მიგება. მათი სახელების უკვდაჰყოფა.
|
აპრილი
|
კლას საათები
№
|
შესასრულებელი საკითხები
|
შესრულების
დრო
|
შენიშვნა
|
1
|
ორგანიზაციული
საკითხები
სადამრიგებლო პროგრამის გაცნობა
|
სექტემბერი
|
|
2
|
მე რომ მასწავლებელი
ვიყო...
|
ოქტომბერი
|
|
3
|
რა გვსმენია ტოლერანტობაზე?
|
ოქტომბერი
|
|
4 --------- |
სტერეოტიპები, თუ რეალობა?
|
ოქტომბერი
|
|
5
|
ალკოჰოლი და სიგარეტი-ადამიანის
მტერი
|
ნოემბერი
|
|
6
7
|
ოჯახური ძალადობა
გენდერული თანასწორობა
|
ნოემბერი
ნოემბერი
|
|
8
|
სხვისი აზრის
პატივისცემა
|
დეკემბერი
|
|
9
|
მობილომანია-ახალი
ნარკოტიკი
|
დეკემბერი
|
|
10
|
ქართული სუფრა.
ტრადიციები
|
დეკემბერი
|
|
11
|
სოფლელობის სიდრომი-მცდარი
სტერეოტიპი
|
იანვარი
|
|
12
|
ჩემი როლი სამყაროში
|
იანვარი
|
|
13
|
სოციალური ქსელების ხიბლი
|
იანვარი
|
|
14
|
წიგნი, თუ ინტერნეტი?
|
თებერვალი
|
|
15
|
რას გვთავაზობენ
ტელევიზიები?
|
თებერვალი
|
|
16
|
გარემო და ჩვენ
|
თებერვალი
|
|
17
|
რას ვაკეთებთ
ჯანმრთელობისთვის?
|
მარტი
|
|
18
|
ქალაქი, თუ სოფელი?
|
მარტი
|
|
19
|
ადამიანური სისუსტეები.
|
მარტი
|
|
20
|
„ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე“
|
აპრილი
|
|
21
|
ინდივიდუალური საუბრები ასაკობრივცვლილებებთან დაკავშირებით
|
აპრილი
|
|
22
|
როდის
ვარღვევთ სხვათა უფლებებს
|
აპრილი
|
|
23
|
აუბარი საინტერესო პროფესიებისშესახებ
|
მაისი
|
|
24
|
საუბარი თემაზე „სიყვარული“
|
მაისი
|
|
25
|
პატივისცემა საკუთარი თავის ,სხვა ადამიანების მიმართ.
|
მაისი
|
|
26
|
ჩვენი სამყარო;
|
ივნისი
|
|
27
|
საყვარელი საქმიანობა.
საზაფხულო
გეგმები
|
ივნისი
ივნისი
|
--------------------
სსიპ აბაშის
მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
პირველი სემესტრის ანგარიში
კლასი: XI
დამრიგებელი:ბიჭიკო ოჩიგავა
2016-2017 სასაწავლო წელი
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო
სკოლის მე-11 კლასში ირიცხება 9 მოსწავლე. 5 გოგო და 4 ბიჭი.სასწავლო წლის დასწაყისშივე
შევადგინე სადამრიგებლო საათის კალენდარული გეგმა და წარვუდგინე კლასს. განვიხილეთ
წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები. მოსწავლეებს მივეცი თავისუფლება აერჩიათ
კლას საათის თემები. გარდა ამისა ვისაუბრეთ ქცევის წესებზე და უფლება-მოვალეობებზე.
პირველი სემესტრის განმავლობაში სულ 3 მშობელთა
გაფართოებული კრება და
სამი ინდივიდუალური შეხვედრა ჩავატარე. თითოეული შეხვედრა კლასის საჭიროებებიდან გამომდინარეობდა
და ვაფორმებდი შესაბამისი ოქმით.
2016-2017
სასწავლო წლის პირველი სემესტრი კლასის აკადემიური მოსწრების მხრივ არცთუ წარუმატებელი
აღმოჩნდა. საბოლოო შედეგებმა ცხადჰყო, რომ თითოეულმა მათგანმა დაძლია ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული პროგრამა. კლასი როგორც ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობით
და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვვა აქტივობებში. კლასში სამი მაღალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლე ირიცხება, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სასწავლო ოლიმპიადებში.
რამდენიმე მოსწავლემ დაიწყო დამატებით მეცადინეობა სხვადასხვა საგანში, რაც მათ აკადემიურ
მიღწევაზეც დადებითად აისახა. ჩემი როლით მათთან ურთიერთობაში კმაყოფილი ვარ, რადგან
მოტივაციის ამაღლების მიზნით, მათთან, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით
ვგეგმავდი თითოეულ აქტივობას, შედარებით სუსტ მოსწავლეებს დავალებებს მათი შესაძლებლობების
გათვალისწინებით ვთავაზობდი, რამაც მათი სწავლის ხარისხის ზრდა გამოიწვია. ვცდილობდი მათთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა
და შედეგმაც არ დააყოვნა, მთელი პირველი სემესტრის მანძილზე ჩვენ შორის თანამშრომლური
ურთიერთობა სუფევდა და საჭირბოროტო საკითხებს ერთობლივად განვიხილავდით. პირველი სემესტრის
ბოლო აქტივობა საახალწლო კარნავალი გახლდათ, რომელზეც სამი კვირის მანძილზე აქტიურად
ვმუშაობდით და 28 დეკემბერს სკოლის სააქატო
დარბაზში ჩატარდა. მრავალფეროვანი აქტივობებით
გაჯერებულმა ღონისძიებამ მაყურებელთა სიმპატია დაიმსახურა. პირველი სემესტრით კმაყოფილი
ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ 2017 წელი ჩემი კლასისთვის აკადემიური წინსვლის წელი იქნება.
ყოჩაღ ! აღფრთოვანებული ვარ შენი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და კეთილგანწყობილი დამოკიდებუ8ლებებით.
ReplyDelete