ჩემი შემოქმედება







გადაწყვეტილება
   შავებში ჩაცმული, ადრე არავის უნახავს. მათ სულიერ სამყაროს თბილი ფერები უხდებაო და სამოსის არჩევისას განსაკუთრებული მონდომებით სწორედ ამიტომაც კოპწიაობდა. ღრმად სწამდა, რომ  ისინი ყველაზე ობიექტური შემფასებლები იყვნენ და არცერთი უმნიშვნელო დეტალი განუხილავი არ დარჩებოდათ. განსაკუთრებით თეთრი ფერი უყვარდა და სწამდა, რომ არცერთი ფერი ისე არ გამოხატავდა მათ სულიერ სამყაროს, როგორც თეთრი. განსაკუთრებულ მზრუნველობას ერთი, სწორედ  მათი ,,სამყაროსფერი“ პიჯაკის მიმართ იჩენდა, რომელიც გარდა იმისა, რომ მის მოხდენილ ტანს საკმაოდ ტანკენარს ხდიდა და ინტელექტულურ იერს სძენდა, ძალიან მოსახერხებელი იყო იმ მხრივაც, რომ მასზე ძნელად თუ შეამჩნევდით ცარციანი თითების  ნაკვალევს...
ივლისი...
ტრაგედია...
ფერიცვალება...ადამიანური ფერიცვალება, სულის და ხორცისიც...
საინფორმაციო გამოშვება უბედური შემთხვევის ცნობით დაიწყო. ტელეწამყვანი სევდანარევი და უჩვეულოდ რბილი ხმით თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარი ავტოკატასტროფის შესახებ იუწყებოდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის ადგილზე მყოფი გადამღები ჯგუფი უკომენტაროდ,  დეტალურად აფიქსირებდა მომხდარ ფაქტს.
 წერას თავი მიანება, კალამი წიგნსა და რვეულს შორის მოათავსა და ყურადღება  ტელეეკრანს მიაპყრო. მერე უკვე  კადრებმა  თითქოს ეკრანიდან-ოთახში გადაინაცვლეს. გონების გავლით  თითოეული უჯრედი გაიარეს  და საბოლოოდ ჰპოვეს ადგილი მის მეხსიერებაში.  ჯერ იყო სრული აგონია გონების, სულის, ხორცის და მერე როგორც ხდება ხოლმე სიცხადე, რომელსაც ზოგჯერ  ისევ აგონია სჯობს.
იმ დღის მერე ფერადი არავის უნახავს..
 ერთადერთი იმედიღა ჰყავდა. მარტომ გაზარდა. სწავლა თავიდანვე შეაყვარა. ,,ჩემი გოგო უცოდინარი იყოს პირველ რიგში ჩემი სირცხვილია, სხვას რა მოვთხოვო?“  შვილის განათლებაზე ამ პრინციპით ზრუნავდა და დაუფასდა კიდეც. გოგონა თბილისის  ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
მასწავლებელი უნდა გამოსულიყო....

საქმეს თავი ანება. თავზე სამყარო დამსხვრეულს, წლების  მანძილზე რუდუნებით შნაშენების  უარყოფა არც კი გასჭირვებია და  წარსული თითქოს ხავსმოდებული დღიურის გაყვითლებულ ფურცელზე დატოვა, რომელიც ობმოდებულ თაროზე  სამუდამოდ შემოდო.
დაივიწყა ისინიც, თუმცა მათ არასდროს დავიწყებიათ ის. ისევე როგორც ადრე, ახლაც სრული სიცხადით  ახსოვდა თითოეული მათგანის მეტყველი თვალები, უნარ-ჩვევები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მისწრაფებები და შესაძლებლობები, თუმცა ცხოვრებაზე ხელაყრილმა,  მათი  სახეები,  აწ  უკვე მისი ცხოვრების  ისტორიის საკუთრებად მიიჩნია.
-უამრავი საინტერესო გეგმა და მიზანი მქონდა მათთან მიმართებაში, თუმცა ჩემი იდეები- იდეებად დარჩნენ . - იტყოდა ხოლმე სინანულით და თვალზე მომდგარი ცრემლი ნიაღვარივით დაედინებოდა ნაოჭიან ქუთუთოებზე. მერე საჩვენებელი თითით ჩვეუებისამებრ, თითქოს გულმოსული მოიწმენდდა  ლოყიდან  ცრემლის ნაკვალევს და ღუმელთან მჯდარი ღრმა ფიქრებს მიეცემოდა. მერე ელდანაცემივით წამოდგებოდა, სულიერი ტკივილებისგან დაბეჩავებული, დინჯად შეაღებდა სამუშაო კაბინეტის კარს, სევდიანად ჩაისუნთქავდა ძველი პერგამენტებისა და გაცვეთილი წიგნების სურნელით გაჯერებულ მძიმე ჰაერს, დინჯად დაეშვებოდა ძველი ხის სკამზე, სევდიანად გადაფურცლავდა მათ ნაშრომებს, რომელთა ნაწილის გასწორება და ნიშნის დაწერაც კი მოესწრო, თუმცა  შემდეგ საინფორმაციო გამოშვება დაიწყო და კალამი ჯერ კიდევ შეუმოწმებელ  ფურცლებზე   სამუდამოდ მიასვენა...
 -ჩემი იმედი და თვალისჩინი ოღონდაც ცოცხალი მყავდეს და საქმისკენ არასდროს გავიხედავ- აღმოხდებოდა ხოლმე ცრემლმორეულს და ფურცლებს თავს მიანებებდა.
როგორადაც არ უნდა ეცადა, ქალიშვილს ვერასდროს დაიბრუნებდა და ვერც მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილის მოიშუშებდა ოდესმე, თუმცა ის, რომ ცხოვრება  უნდა გაეგრძელებინა, ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია და რადაც არ უნდა დამჯდომოდა სწორედ იმ კედლებში უნდა დამებრუნებინა, სადაც წლების მანძილზე ქმნიდა მისი ცხოვრების ერთერთ ყველაზე ღირსეულ ეპოქას.
***
 მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია, თუმცა გამუდმებით მიმეორებდა, რომ ჩემგან ძალიან კარგი პედაგოგი დადგებოდა.
- ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მოსმენის უნარი გაგაჩნია და დამაჯერებელი მეტყველება გაქვს. შეგიძლია კლასის მართვა“ მსგავსი აგიტაციებით იმდენს მიაღწია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ,  უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომლის დამთავრებისთანავე ჩემივე სოფლის მცირეკონტიგენტიან სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მოვეწყვე. მახსოვს დირექტორს სიტყვა როგორი აღტაცებით ჩამოართვა, გთხოვთ ეს საქმე მე მომანდეთო  და კოლექტივს ჩემი თავი ბედნიერი სახით წარუდგინა, თუმცა წარდგენა არც მჭირდებოდა,  რადგან თითქმის ყველა, თითო ოროლა ახალბედა პედაგოგის გარდა, ჩემი ყოფილი მასწავლებელი გახლდათ. ჩემს რეგალიებზე საუბრის შემდეგ, საკუთარ კაბინეტში შემიყვანა, სადაც ცრემლიანი თვალებითა და ამაყი გამომეტყველებით მომმართა
 - ჩემო დათუნა, ვერც კი წარმოიდგენ როგორი ბენიერი ვარ.  დღესაც რომ მომიწიოს სკოლის დატოვება, სინანულის გარეშე, უკანმოუხედავად გავიხურვ მის კარებს,  რადგან ვალმოხდილი წავალ. ჩემო პატარა ბიჭო, ძალიან მიხარია, რომ ჩვენს რიგებში ხარ. ნურაფრის შეგეშინდება, ჩვენი იმედი იქონიე. წინ ძალიან რთული,საპასუხისმგებლო და ამავე დროს ძალიან საინტერესო გზა გელოდება, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ დამოუკიდებლადაც ყველაფერს თავს გაართმევ. როგორ მახსოვს შენი მოსწავლეობა. კლასში ყველაზე დაბალი იყავი და უკანა რიგებში გიყვარდა ჯდომა. ყოველთვის მოწესრიგებულს,   არ მახსოვს, გაკვეთილი არ გცოდნოდა. პასუხისმგებლობის გრძნობა თავიდანვე მოზაღვავებით იყო შენში. გახსოვს შენს კლასელს რომ საკონტროლოსთვის ერთი კვირა ამზადებდი და ის კი სწორედ ტესტირების დღეს არ გამოცხადდა სკოლაში?
-დიახ როგორ არ მახსოვს. ისიც კი მახსოვს ტირილი რომ დავიწყე, არადა მეცხრე კლასში ვიყავი და მთელი კლასი დამცინოდა ამის გამო.
- ის თუ გახსოვს გაკვეთილების მერე მარტო რომ დაგტოვე და გესაუბე?
-როგორ არ მახსოვს ნანა მასწ. დათო შენ იმხელა გული გაქვს, მთელი დედამიწა რომ უგულოდ დარჩეს,  შენი გულისფეთქვა აცოცხლებს კაცობრიობასო.
- კიდევ გითხარი რაღაც მას შემდეგ, რაც თავი უხერხულად იგრძენი.
- კი ესეც მახსოვს. დათუნა ძალიან მინდა, რომ წლების შემდეგ შენც იყო ერთ-ერთი მათგანი, რომლებმაც ამ სკოლის კედლები ღირსეულად დატოვეს და შემდეგ კიდევ უფრო ღირსეულად დაუბრუნდნენ მას.
- დიახ! ყველაფერი ზედმიწევნით გახსოვს. შენში არასდროს შევმცდარვარ. მოდი გამომყევი.- ხელი ჩამჭიდა და კაბინეტიდან გამიყვანა. კიბეს მეორე სართულზე ავუყევით და გეზი სწორედ იმ ოთახისკენ ავიღეთ, საიდანაც წლების წინ ჩემი კლასი გააცილა. კარი გამოეცვალათ და ის სასაცილო ურდულიც სადღაც გაექროთ წლების წინ, რომ ერთ ჟანგიან ლურსმანზე ეკიდა საცოდავად. კარი ამაყად შეაღო და მასწავლებლის მაგიდისკენ გაეშურა. მთხოვა მის წინ დავმჯარიყავი.
- წლების წინ სწორედ ამ მაგიდასთან იჯექი ჩემს წინ, როგორც ახლა და სწორედ მაშინ გამოვთქვამდი სურვილს, რომ წლების შემდეგ კოლეგების რანგში შევხვედროდით ერთმანეთს და აი ხედავ?
-დიახ ვხედავ. - ღიმილით მივუგე და უხერხულობის განცდა დამეუფლა.გამიჭირდა...ვიუხერხულე, რადგან მისი პროფესიონალიზმისა და წლების მანძილზე დაგროვილი უდიდესი გამოცდილების ფონზე, ჩემი მიღწევები საცოდავად გამოიყრებოდნენ. სულ რაღაც ექვს  თვიანი სტაიჟიორად მუშაობის დამადასტურებელი საბუთი უმშვენებდა გვერდს ჩემს ორ გვერდიან, მუქ წითელ დიპლომს.
მერე როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით აეწყო. თავდაპირეველად, თითქმის ერთი თვის მანძილზე, მისი სახლის ყოველდღიური სტუმარი გავხდი. სიბერე შეპარული ყვითელი ავტობუსი,  მისი, ასევე ძველი, თუმცა საგულდაგულოდ მოვლილი, ხის რიკულებიანი ოდა სახლის წინ ჩერდებოდა ხოლმე და მახსოვს მძღოლი კოლორიტად ქცეულ პედაგოგს პატივისცემის ნიშნად, მგზავრობის საფასურს არ ართმევდა. ჭიშკარს მე გამაღებინებდა და შემახსენებდა ხოლმე, რომ იქ თავი ისე უნდა მეგრძნო როგორც საკუთარ სახლში. მერე საშინაო ტანსაცმელს ჩაიცმევდა და სადილის საქმეს უნდა მივხედოო მეტყოდა. მე კი, მისი სამუშაო კაბინეტისკენ მიმითითებდა და ყოველდღიური გაკვეთილის გეგმის შედგენას დამავალებდა. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მისი მოლოდინი გამემართლებინა და კალამ მომარჯვებული მუშაობას ვიწყებდი. გაკვეთილის მიზნისა  და მისაღწევი შედეგების შემდეგ,  ჯერი აქტივობების გაწერაზე მიდგებოდა ხოლმე, რაც ყველაზე მეტად მიჭირდა და დიდი მცდელობის მიუხედავად ვგრძნობდი, რომ ჩემი დაგეგმილი გაკვეთილი ვერსდროს დაემსგავსებოდა მისას... ის დღე არასდროს დამავიწყდება. მუშაობა  დავასრულე  და იმის იმედით, რომ ნამუშევარს, ამ ჯერზე მაინც შემიქებდა, გეგმის რვეული  მივაწოდე.  ჩემი მცდელობის შედეგს ყურადღებით დააცქერდა. მერე  გამომცდელი მზერა მესროლა და ნიშნის მოგებით მკითხა:
-წარმოიდგინე, რომ ძალიან გშია და დედამ კი ის კერძი მოგიმზადა, რომელიც არ მოგწონს ან უბრალოდ მისი ჭამა არ შეგიძლია, რადგან ძნელი მოსანელებელია შენთვის. რას იზამ ამ შემთხვევაში?
-არ შევჭამ
-მაგრამ რომ გშია?
-მაშინ ვთხოვ, რომ რაიმე სხვა მომიმზადოს.
- გასაგებია. სხვაგვარ პასუხს არც ველოდი. მაშ რა დააშავეს იმ მოსწავლეებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩაერთონ შენ მიერ დაგეგმილ  ამ ერთადერთ საგაკვეთილო აქტივობაში? ყველა ხომ თანაბრად  კმაყოფილი ვერ დარჩება მისით?  გაქვს რაიმე ალტერნატიული სტრატეგია, რომელიც დაეხმარება შედარებით სუსტ მოსწავლეებს საკითხის უკეთ აღქმაში?
-დიახ, რა თქმა უნდა.
- სამწუხაროდ,  მას ამ გეგმაში ვერ ვხედავ.
-კარგი ჩავამატებ.- რვეული დარცხვენით გამოვართვი და ახალი იდეის მოლოდინში ფიქრებს მივენდე.
ყველაზე ხშირად მასწავლებელსა და მშობელს შორის  თანამშრომლური ურთიერთობის აუცილებლობაზე მესაუბრებოდა და ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მათი აქტიური თანამშრომლობა, უდიდესი აღმზრდელობითი ძალაა. საინტერესოდ მესაუბრებოდა ტოლერანტობაზე, კლასის მართვის ეფექტურ სტრატეგიებზე  და მომიწოდებდა, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში არასდროს ვყოფილიყავი ავტორიტარი.
-ბავშვებს მოსწონთ, როცა დამოუკიდებლობას გრძნობენ და შეეცადე არასდროს შეზღუდო ისინი. უმჯობესია საკუთარ პრინციპებზე თქვა უარი, ვიდრე მათი სურვილები აღკვეთო. შენ ნებსით თუ უნებლიეთ მაინც რჩები ერთადერთ ლიდერად საკლასო ოთახში და აუცილებლად შეძლებ მათი ქცევის მართვას, თუკი რა თქმა უნდა სათანადო კუთხით მიუდგები მათ  და არ გაუსვამ ხაზს იმას, რომ შენ ამის უფლება გაქვს. მერწმუნე, მოსწავლეებს საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ვერასდროს დაარწმუნებ და თუკი მართლა ყოვლისშემძლე ხარ, დაე თავად დაინახონ ეს.- რატომღაც მეგონა, რომ ჩემგან ამ სიტყვების საგულდაგულო დაზეპირებას მოითხოვდა, თუმცა დღეს უკვე მისი მიზანი ჩემთვის ისევე ცნობილია, როგორც ის, რომ ნამდვილად არ ვარ ყოვლისშემძლე.
ვუსმენდი...ვუსმენდი და ვიწაფებოდი.
ვიკვებებოდი იდეებით.. ჩემი შეგირდის იდეებით.. მარცვალა-მარცვალ ვკენკავდი თითოეულ შეგონებასა და  რჩევას.  მერე ხდებოდა ფასეულობათა გადაფასება და ყოველივე მოსმენილის სიღმისეული გაანალიზება. შეგონებების პარალელურად ვგრძნობდი, რომ არამარტო თეორიულად ვიზრდებოდი,  პრაქტიკულადაც წინ მივიწევდი და სკოლის სივრცეშიც დღითიდღე საჭირო პიროვნება ვხდებოდი. ინტერესით ვიღებდი ნებისმიერ გამოწვევას და ვცდილობდი სიახლეებზე ორიენტირებულს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება  თითოეულ მოსწავლემდე მიმეტანა.  მიუხედავად წარმატებისა, როომელიც საკუთარ თავს თავდაუზოგავი შრომის ფასად ლანგრით მივართვი, გამუდმებით ვგძნობდი, რომ ჩემს ზურგს უკან იდგა ადამიანი, რომლის იმედიც შემეძლო ისევ ისე მქონოდა, როგორც მაშინ,  პერგამენტების სურნელით გაჯერებულ კაბინეტში, ყოველდღიური გეგმის შედგენისას.  ვერაფრით ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ახალი სასწავლო წელი შესაძლოა მის გარეშე დაწყებულიყო. რადაც არ უნდა დამჯდომოდა აუცილებლად უნდა  მომეღო ბოლო მისი ტრაგიზმისთის და ტკივილების მიუხედავად  იძულებული გამეხადა ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყო. ვგრძნობდი გამიჭირდებოდა და შესაძლოა მცდელობას უშედეგოდაც  ჩაევლო, თუმცა ვგრძნობდი, რომ  სკოლაში აუცილებლად უნდა დამებრუნებინა. დამებრუნებინა არა იმიტომ, რომ მისგან დავალებული ვიყავი. არა, სკოლას ცოცხალი ორგანიზმი სჭირდებოდა.
***
მოლოდინის რეჟიმი...
მერე იმედი...
ის არ მოვიდა...
ორ საათზე ჩანიშნული პედსაბჭო ოცი წუთის დაგვიანებით დაიწყო. დირექტორი,  ჩვეული ომახიანი ხმით მოგვესალმა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცა. კოლეგებმა ერთამენთს წარმატებები ვუსურვეთ. სასწავლო ნაწილის გამგემ ახალი საათობრივი ბადე და ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები გაგვაცნო. მე, როგორც ფასილიტატორმა, კოლეგებს განათლების სისტემაში, კერძოდ კი ზოგადი განათლების სფეროში დანერგილი სიახლეები გავაცანი. მერე კლასის დამრიგებლებმა, საკლასო ჟურნალებს თავიანთი სახელები გარკვევით დააწერეს და პირველ გვერდზე მოსწავლეთა სახელები ქრონოლოგირი სიზუსტით შეიტანეს. მოგვიანებით, საუბარმა არაოფიციალური სახე მიიღო და ერთმანეთის საზაფხულო ტურნეების შესახებაც შევიტყვეთ.
-ნანა მასწავლებელი დაგვემშვიდობა. სკოლა სამუდამოდ დატოვა. - წარმოვთქვი მოულოდნელად და ერთობლივად უამრავი სევდიანი მზერა ვიგრძენი.
- ასეც ვიცოდი. ვგრძნობდი, რომ ეს ტრაგედია საბოლოოდ დაამსხვრევდა მის სულიერ სამყაროს. თუმცა მე მაინც მგონია, რომ მარტოობის უფლება არ უნდა მივცეთ. რას იტყვით?- რიტორიკული კითხვა, რომელიც კიდევ ერთი ღმაწლმოსილი პედაგოგის მხრიდან დაისვა, აშკარად გამოხატავდა მაგიდის ირგვლივ მსხდომი თითოეული პედაგოგის პოზიციას.
- რა უნდა ვთქვათ? წლების განმავლობაში იდგა ჩვენი სკოლის ღირსების სადარაჯოზე და არამარტო ბავშვებზე უსაზღვროდ შეყვარებული, არამედ თითოეული ჩვენგანის მარჯვენა ხელი იყო. ნანას ამ სკოლიდან წასვლა პირადად ჩემთვის დიდი უსამართლობა იქნება. - სიტყვები ოხვრით ამოსთქვა და სევდიანი მზერა მაგიდის იმ კუთხისკენ გააპარა, რომელიც ათწლეულების განმავლობასი  ნანა მასწავლებლის საკუთრებას წარმოადგენდა. ყველამ ვიცოდით, რომ იქ არ უნდა დავმჯდარიყავით არა იმიტომ, რომ  ეს ვინმეს აუკრძალა, უბრალოდ ვიცოდით, რომ ის მისი ადგილი იყო და მორჩა.
მათემატიკის მასწავლებლის სიტყვები ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა. იყო სევდა, წუხილი, ემოციური გამოსვლები.
-მესმის თქვენი და იმ მშობელთა ემოციებიც, რომლებიც გულისტკივილს გამოხატავენ ნანა მასწავლებლის სკოლიდან წასვლის გამო. მხვდებიან მოსწავლეებიც, რომლებიც გამოთქვამენ იმედს, რომ მათი საყვარელი მასწავლებელი მათ არ უღალატებს და სკოლას აუცილებლად დაუბრუნდება. განსაკუთრებით ნანას სადაგმრიგებლო კლასის ბავშვები მეცოდებიან. დამეთანხმებით,  ნანამ და ამ ბავშვებმა ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში ნამდვილად შეძლეს ახალი სიტყვის თქმა, როგორც სკლასო სივრცეში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვახსოვს უამრავი საკლასო ღონისძიება, თუ კვლევითი პროექტი, რომლებსაც ნამდვილად ეტყობოდათ ნანას ხელწერა. აი ამიტომაც უყვართ ის ბავშვებს. გასაგებია, რომ სკოლამ მისი სახით შეუფასებელი განძი დაკარგა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ  საქმე გვაქვს გასაკეთებელი. სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად უნდა განვაგრძოთ. უფრო მეტი მონდომოებითაც, ვიდრე ადრე. ბვშვები არ არიან დამნაშავე იმაში, რაც ნანასთან დაკავშრებით ხდება.  განსაკუთრებით მის კლასზე ვღელავ, რადგან დარწმუნებული ვარ ახალ დამრიგებელთან შეგუება გაუჭირდებათ.- დირექტორის მიერ წარმოთქმულმა ბოლო წინადადებამ, სამასწავლებლოში სამარისებული სიჩუმე ჩამოაგდო. მივხვდით, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და რამდენიმე წუთში, რომელიმე ჩვენგანს აუცილებლად დაასახელებდა ნანა მასწავლებლის შემცვლელად. სკოლაში გატარებული სამი წლის მანძილზე, ეს იყო უმძიმესი წუთები ჩემს ცხოვრებაში. კოლეგების თვალებშიც სწორედ ანალოგიური ემოციები იკითებოდა და მომენტალურად რომ წამოგვვეყვირა, ალბათ ჩვენი სიტყვები ერთ, მოკლე წინადადებაში მოთავსდებოდნენ ,,ოღონდ მე არა“. ნანას დაწყებული საქმის გაგრძელება ისეთი იყო, დაძრულ ავტომობილს ფეხით დაწეოდი.
- დიდხანს არ მიფიქრია, თუ რომელი თგვენგანისთვის მიმეცა მისი კლასი. დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩებით. როგორც იცით, ეს კლასი მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. გარდა ამისა ყველაზე აქტიური კლასია მთელს სკოლაში და ვის ვანდობ მათ, თუარა ისევ მათსავით აქტიურსა და წარმატებულს? ეს არის დათო!!!
რაღაც აფეთქდა. ორგანიზმში თითოეული უჯრედი ჩამომეშალა. წამით თვალები დავხუჭე და ვიგრძენი როგორ იწყეს ოფლის ცივმა ხაზებმა დენა შუბლიდან სახის მიმართულებით. მინდოდა თვალებს გახელისას სულ სხვა სივრცეში აღმოვჩენეილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ერთობლივად რამდენიმე ემოციური გამოხედვის  მოგერიება მომიწევდა. მოომენტალურად წამოვდექი, დირექტორს შევხედე და მკაცრი ტონით მივმართე
-ეს არ უნდა გაგეკეთებინათ. ძალიან შეცდით. თქვენი გადაწყვეტილებით დღეს უკვე მეორე მასწავლებელიც დაკარგეთ. მე ვტოვებ სკოლას და ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი ოდემე მიმიღია. აქ ჩემზე გამოცდილი პედაგოგები არიან და შეგეძლოთ არჩევანნი სწორედ როომელიმე მათგანზე შეგეჩერებინათ. მით უფრო, როცა თქვენთვის,  ჩემი ნანასთან დამოკიდებულების შესახებაც ცნობილია, როგორ იფიქრეთ, რომ ოდესმე მის კლას ხელს მოვკიდებდი?
-სწორედ იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობის შესახებ ვიცი, ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ძალიან სამართლიანია და დაგესესხები და ვიტყვი, რომ არც მე მიმიღია უკეთესი გადაწყვეტილება ოდესმე. როგორ გგონია ნანასთვის, რომ მეკითხა, ვის ანდობ შენს კლასთქო, რას მიპასუხებდა?
-არ ვიცი რას გიპასუხებდათ, მაგრამ ჩემს პასუხში დარწმუნებული ვარ და ეს არის, არა!
- შენი არა უადგილოა დათო. - დირექტორს  სასწავლო ნაწილის გამგე გამოესარჩლა- შენ ნანას ნებიერა იყავი ბავშვობიდან-დღემდე. გჯერა თუ არა, რომ შენთვის ყველაფერს გაიღებდა? ისიც ძალიან კარგად იცი, რომ უამრავი საინტერესო გეგმა ჰქონდა ამ კლასთან დაკავსირებით. მოხდა უბედურება და მან ამ გეგმის განხორციელება ვერ შეძლო. წარმოიდგინე, რომ მას დახმარება სჭირდება. განა შეგიძლია მისი გეგმები შუა გზაში მიატოვო? ასე უხდი მას სამაგიეროს იმ სიკეთისთვის, რაც შენთვის გაუკეთებია? ვერ დავიჯერებ, რომ ამას გააკეთებ.
ძალა საბოლოოდ გამომეცალა და კუთხეში მიმწყვდეულმა მხოლოდ რამდენიმე  სიტყვის თქმა მოვახერხე
-თანახმა ვარ, თუმცა ერთი პირობით!.
- გისმენთ!
-ჩვენ ხვალვე ვესტუმებით მას სახლში და ვთხოვთ სკოლას დაუბრუნდეს. ვფიქრობ, რომ მის შესანარჩუნებლად არაფერს ვაკეთებთ და აქ უბრალოდ მასზე წარსულში საუბრით თავს ვიქცევთ. თუკი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის და მიესალმება თქვენს იმ გადაწყვეტილებას, რაც ახლა გაახმოვანეთ, მივიღებ შემოთავაზებას.
ემოციების მოჭარბება ვიგრძენი. მერე თითქოს გაუბედავი ტაშის ხმა მომესმა, რომელსაც ოდნავ გაბედულიც მოჰყყვა, მას კიდევ უფრო ძლიერი და საბოლოოდ ოთახი აპლოდისმენტებმა აავსეს. მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი.
***
წვიმდა. სკოლის ავტობუსი ძველისძველ ჭადართან გავაჩერეთ და მანძილი, ძველი ხის ოდა სახლამდე, უსიტყვოდ დავფარეთ. ჭიშკართან სრული შემადგენლობით განვლაგებულებს სიხარულით ვუწინამძღვრე და ძველი, ჟანგიანი რკინის კარები ხმაურით შევაღე. არავის გამოუხედავს. სველი ეზო ფეხაკრეფით გავიარეთ და მუხის, სიბერეშეპარულ კარებთან ავიტუზეთ. ერთამენეთს დაბნეული მზერა ვესროლეთ და იმის გაფიქრებამ, რომ შესაძლოა სახლში არ დაგვხვედროდა, იმედგაცრუების განცდა მოგვგვარა. დავაკაკუნე.. მერე უფრო ძლიერადაც. პასუხად, ოთახის შუაგულში რაღაც იმედისმომცემად აფუსფუსდა. ნაბიჯების ხმა სულ უფრო მოგიახლოვდა და ბოლოს, ზღურბლთან  წამით სიჩუმეში შთაინთქა. მერე კარი უხმაუროდ გაიღო და ოთახის სიღმიდან  შავოსანი  ქალბატონი  შემოგვეგება. სულიერ ტკივილებს საბოლოოდ მოეტეხა. სევდიან დღეებს,  ცრემლის თითოეული  წვეთი ნაოჭებში ჩაეშრო და გამოხედვისთვის ჩვეული სხივები ჩაექრო. გაოცება ვერ დამალა. კოლექტივი სრული შემადგენლობით არასდროს  სწვევია. მერე თითქოს სტუმრობის მიზეზს მიხვდარმა, ნიშნისმოგებით შემოგვხედა და სიჩუმით დაგვაჯილდოვა.  ჩვენშიც მდუმარება გამეფდა. მერე, თითქოს გონს მოეგო, დასუსტებული ხელის გულით, შავი თავსაბურავიდან რუჯად გადმოცვენილი თეთრი თმა მოხდენილად გაისწორა და ჩვენი ხილვით გამოწვეული სიხარულის შემდეგ სათითაოდ გადაგვეხვია.
-ალბათ ამ შემადგენლობით არ გველოდით ხომ? -ღიმილით ჰკითხა დირექტორმა.
-ეს ნამდვილი სიურპრიზია ჩემთვის, თუმცა ამ მოულოდნელი ვიზიტის მიზეზსა და მიზანს მგონი ვხვდები.- სიტყვებში  სატირულ-იუმორისტული პათოსი გაურია.
- კარი გააღეთ და დაგვინახეთ თუ არა, მაშინათვე მივხვდი, რომ უკვე ყველაფერს მიხვდით.-ღიმილით მივუგე მე და მხარზე ხელით შვეხე.
ოთახში შგვიპატიჟა. ინტერიერი, როგორც ყოველთვის ჩვეული სისუფთავით ბრწყინავდა. ღუმელზე პური ცხვებოდა, რასაც ოთახო მადისაღმძვრელი სურნელებით აევსო. ტელევიზორზე თეთრი გადასაფარებელი გადაეფარებინა და ფანჯრის რაფაზე დაკიდული, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რადიომიმღებიც სადღაც გაექრო. სამუშაო კაბინეტის კარი ღია დარჩენოდა, რომლის მაგიდაზეც წიგნები და ძველი ნმუშევრები დაეხვავებინა. მესიამოვნა. - არა, ის ამ საქმეს ვერასდროს შეელევა- გავიფიქრე ჩემთვის და ყურადღება მის თბილ ხმაზე გადავიტანე.
-არ გელოდით და თქვენი საკადრისი არაფერი მომეპოვება, თუმცა ცოტა ხანი დამელოდეთ და ცხელ ხაჭაპურს გამოვაცხობ. დათო გაზი ამინთე, ღუმელი ჩამქვრალია.
წამოდგომა დავაპირე, თუმცა დირექტორმა ხელი-ხელზე მომიჭირა და მთხოვა დავმჯდარიყავი. მერე კი ოჯახის დიასახლისს  რბილი ტონით მიმართა:
-არა ქალბატონო ნანა, საჭირო არ არის. უღრმესი მადლობა, მაგრამ ჩვენ სერიოზული საუბარი გველის. არ მინდა დრო დავკარგოთ.
-მე მაინც მგონია, რომ აჯობებდა ჩემი ნახელავი გაგესინჯათ, გაცილებით მოგებული დარჩებოდით, რადგან ის, რისთვისაც აქ მობრძანდით მაპატიეთ, მაგრამ არ გამოვა.-ღიმილით მიუგო ნანამ.
- ნანა! არც გვქონდა იმის იმედი, რომ ყველაფერი მარტივად გამოგვივიდოდა. მეუხერხულება კიდეც რაიმე გთხოვოთ და გაიძულოთ, მას შემდეგ, რაც თქვენ გამოიარეთ, თუმცა ჩვენ დღეს აქ არ ვართ მხოლოდ ჩვენი სურვილითა და ახირებით, ჩვენს უკან მოსწავლეთა და მშობელთა არმია დგას, რომელთათისაც ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი სკოლაში დაბრუნება, როგორც ჩვენთვის. გააკეთეთ ეს მათთვის და არა ჩვენთვის. თქვენთვის ხომ  მუდამ მოსწავლეთა სურვილები იყო მნიშვნელოვანი და არა თქვენი.-საქმეზე საუბარი უცხო ენების კათედრის გამგემ წამოიწყო და მის სიტყვებში მოზღვავებული ემოციები გაურია.
- დამელოდეთ და ახლავე მოვალ- ნანამ ოთახი ელვის სისრაფით დატოვა და ეზოში გავიდა. მერე მეობლის გოგოს გადასძახა და  ისე, რომ არაფერი გაგვეგო, ყურში რაღაც ჩასჩუჩურჩულა, რაზეც გოგონამ თავი დაუკრა და  სახლში შებრუნდა. ნანა ისევ შმოგვიერთდა  და მისი კაბინეტისკენ წაგვიძღვა. საკმაოდ მოზრდილმა, გახუნებული შპალიერის, წიგნებისა და პერგამენტების სურნელით გაჯერებულმა ოთახმა, ყველანი კომფორტულად დაგვიტია და საუბარიც განახლა.
- იცით? მოსწავლეთა სურვილების ახდენას უამრავი წელი მივუძღვენი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, საკუთარ თავს არ ვეკუთნოდი და მთლიანად მათზე ვიყავი გადართული. ასაკის მიუხედავად, მათთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტად საინტერესო გეგმები მქონდა, ვიდრე ოდესმე, თუმცა იმ დასაწვავი და ავადსახსენებელი დღის შემდეგ, ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. პედაგოგს პირველ რიგში პოზიტივი უნდა გააჩნდეს და როგორ გგონიათ, მე სასაცილოდ და სახალისოდ მაქვს საქმე? აზრზე ხართ მაინც რას მთხოვთ?
- დიახ აზრზე ვართ! . - საუბარში ჩაერთო სწორედ ის, ჩემსავით ახალბედა მასწავლებელი, რომელიც სკოლაში, სწორედ ნანა მასწავლებლის რეკომენდაციით მოვიდა.- ჩვენ ყველამ ვიცით ტკივილის ფასი. მართალია, ისე არა, როგორც თქვენ, მაგრამ ჩვენც გამოგვივლია ცრემლიანი დღეები, თუმცა  სწორედ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც გაძლიერებასა და წამოდგომას მთელი სიმკაცრით გვთხოვდა ხოლმე. სწორედ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელმაც დედაჩემის საფლავზე, ცხოვრებაძ ხელცაქნეულს, არსებობა თავიდან დამაწყებინა - მარი გახსოვს ის დღე, პირველად რომ მოხვედი ჩვენთან სკოლაში და მასწავლებელი გახდი?  დედაშენი მოგყვა მაშინ სკოლაში. მისი გაბრწყინებული თვალებს რა დამავიწყებს. გახსოვს როგორი გულანთებით მიხდიდა მადლობას, რომ შენს სკოლაში მოყვანას შევუწყვე ხელი? და აჰა, ახლა სწორე იმ ადამიანის საფლავთან ფარხმალ დაყრილი დგახარ. ნუთუ შენს გულსა და გონებაში ჩაქრნენ ის სხივები, რომლებსაც იმ დღეს მისი თვალები ასხივებდნენ?  სკოლის დატოვების უფლება არ გაქვს. ამას არ გაბედავ.! - დიახ სწორედ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება მასწავლეთ და დღეს თავადვე ტოვებთ თქვენს ცხოვრებას ისტორიის ფურცელზე? განა თქვენს ცოვრებაში ახალი ფურცელი არ მოიძებნება? განა ნინოს არ ემაყებოდით? განა ნინოს თვალებში არ იგრძნობოდა სხივები, როცა სკოლისკენ მიმავალს გიყურებდათ? რა პასუხს სცემთ მას? ნუთუ მისი საყვედურნარევი სიტყვები არ გესმით?
თვალებზე მლაშე სისველე ვიგრძენი. ოთახი  ცრემლიანი სუნთქვით აივსო და მივხვდი, რომ ჩემმა მეგობარმა მიზანში გაარტყა. მედგრად მხოლოდ ის იდგა. ცრემლის არცერთი წვეთი მის თვალებზე, თითქოს არც არაფერი მოესმინა. ბოლოს მის გაქვავებულ სახეზე მხოლოდ ტუჩები ამოძრვდნენ და სიტყვებიც გამაყრუვებლად აფეთქდნენ
-არსად წამოსვლას არ ვაპირებ! თქვენ მხოლოდ წარმოდგენა გაქვთ იმ ტკივილზე, რაც ჩემშია. მესმის, რომ დახმარება გინდათ, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი უნდა გითხრათ. დიახ, ბევრჯერ დაგხმარებივართ გაჭირვების ჟამს, თუმცა სხვისთვის ხელის გამართვა ყოველთვის სასიამოვნო და მარტივია, ვიდრე სხვის გამოწვდილ ხელზე ჩაჭიდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სოფელი რას იტყვის? ბავშვი ჩადო მიწაში და ამას სკოლის ნერვები აქვსო? თან უკვე საკმაოდ ბებერიც ვარ.  ეს უბედურება რომც არ დამმართნოდა,  ისედაც ვაპირებდი განცხადების დაწერას და პენსიაზე გასვლას. უამრავი ნიჭიერი ახალგზრდა სახლში იჯდეს,  მე კი ხელფასა და პენსიას ერთად ვიღებდე, მეტი არაფერია, თუ არა გაუმაძღრობა. ძალიან გთხოვთ დამტოვეთ საკუთარ თავთან მარტო. ჩემი სახლის კარები თქვენთვის მუდამ ღია იქნება, თუმცა, თუკი კიდევ ერთხელ  გადაწყვეტთ ამ თემასთან დაკავშირებით მოხვიდეთ, იძულებული გავხდები კარები ცხვირწინ მიგიხუროთ.
სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. სათქმელი ყველას ტუჩებზე მიეყინა. ვხვდებოდით, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ნანა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა, თუმცა ხელმოცარული წასვლა და მისი მარტო დატოვებაც უდიდესი მარცხი იქნებოდა ჩვენი ცხოვრების.
-ნანა მასწ! ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ დაუდექით გვერდში თქენს ნებიერას და უარი არ უთხრათ მას, კიდევ მრავალი წელი ჰყავდეთ გვერდში.- სიტყვებში უსაზღვრო ტკივილი გავურიე და მის მკერდზე ატირებული მივესვენე. თავზე მისი მზრუნველი ხელები ვიგრძენი, მერე მისკენ მომაბრუნდა, თვალებში ჩამხედა და ჩვეული მზრუნველობით და ღიმილით მითხრა.
-გაჩუმდი. რა გატირებს ბიჭო? ხომ იცი შენ ჩემი ბიჭი ხარ. მე კი მტირალა ბიჭები არ გმიზრდია. შენ ჩემი ნებიერა ხარ და შენს თვალზე ცრემლი არ დამანახო. ხომ იცი შეგიძლია მაშინ მესტუმრო, როცა სურვილი გექნება. თან ძალა მომაკლდა და საოჯახო საქმეებში შნი დახმარება მჭირდება.- უკანასკნელ წინადადებაში ღიმილი ჩააქსოვა, რაც ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა და  ოთახი წამით პოზიტივით აივსო.
- ნანა შენს კლასს ძალიან დააკლდები. მათზე მაინც იფიქრე- საქმეს დაუბრუნდა სასწავლო ნაწილის უფროსი
-ჩემი კლასი ამ მტირალას მიეცით, დარწმუნებული ვარ ამ საქმეს თავს ღირსეულად გაართმევს. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ იმედი მაქვს მანამ ცრემლების შეკავებას ისწავლის.-ისევ დადებითი განწყობა გაამეფა ნანამ.
- ყოველი შემთხვევისთვის სწორედ დათო მოვიაზრეთ ამ საქმისთვის. მისი შრომისუნარიანობა, საქმისადმის ერთგულებად და სიახლეებზე ორიენტირება მაძლევს საბაბს ვიფიქრო, რომ შესანნიშნავი დამრიგებელი იქნება- საუბარში ჩაება დირექტორი.
-ძალიან კარგი. უმჯობესი იქნებოდა საუბარი სწორედ აქედან დაგეწყოთ. რაც შემეხება მე, ჩემზე არ იფიქროთ. თქვენს მეგობრად მიგულეთ. გირჩევთ ქართულის ახალი მასწავლებელი დროულად მოძებნოთ, რომ მოსწავლეები პედაგოგის გარეშე არ დარჩნენ.
-ამის გაკეთებას არ ვაპირებ. იმედს ვიტოვებთ, რომ გადაწყვეტილებას შეიცვლი და ერთ დღეს სკოლის კარებს ისევ  შემოაღებ. ახალი მასწავლებლის ძებნას არ ვაპირებ!. არსად მეჩქარება. ქართულის მეორე მასწავლებელს შევუთავსებ შენს საათებს დროებით.- დირექტორის სიტყვებმა ირგვლივმყოფთა მადლიერება დაიმსახურა.
-დათო ხედავ? ნანა თანახმაა მის კლას გაუძღვე. შენი ყურით მოისმინე მისი წინადადება და იმედია ახლა მაინც დათანხმდები დირექტორის შემოთავაზებას- გამომდელად მომმართა სასწავლო ნაწილის უფროსმა.
-სანამ ამ წინადადებას დავთანხმდები მინდა ნანა მასწავლებელს ჩემი აზრი გავაცნო ამ საკითხთან დაკავშირებით. ნანა მასწ! მე ვალდებული ვარ დავეთანხმო თქვენს სურვილს და ხელი მოვკიდო თქვენს კლას, თუმცა აქვე მინდა გითხრათ ერთი რამ!
-აბა გისმენ!
-თუკი შევატყობ, რომ თქვენმა კლასმა არ, ან ვერ მიმიღო, მე სკოლას სამუდამოდ დავტოვებ!
ჩემი სიტყვები, სიძველეშეპარულ ოთახში ქვემეხებად იქცნენ, მერე ისევ შერბილდნენ და პასუხის მოლოდინში, სადღაც სიჩუმედ ქცეულ ოთახში გადაიკარგნენ.
-ისინი შენ შეგიყვარებენ!-იყო პასუხი და ნანამ კაბინეტი დატოვა. მერე სმენად ქცეულ ოთახში, დოქითა და ჭიქებით ხელში დაბრუნდა. სანამა მაგიდაზე დააწყობდა, ფეხდაფეხ, სწორედ ის გოგონა გამოჰყვა  რომლესაც ეზოში გასულმა გასძახა. მას თეფშზე ცხელი ხაჭაპურის ნაჭრები დაეხვავებინდა, რომელიც ჩვენი საუბრის განმავლობაში გამოეცხო და მაგიდაზე მორიდებით დადო. მერე მორცხვად დაგვემშვიდობა, ნანასგან მადლობაც დაიმსახურა და კაბინეტი დატოვა.
-ეს გოგო ჩემი მარჯვენა ხელია-  მეზობელი გაგვაცნო და ჭიქები სისხლისფერი სითხით შეავსო.- მინდა ჩვენი მეგობრობა, ჩქვენი კოლეგიალობა და ის ადამიანური განძი დავლოცო, წლების მანძილზე რომ ასე ერთ მუშტად გვკრავდა. ბედნიერი ვარ, რომ ათწლეულების მანძილზე თქვენთან ერთად მიწევდა იმ საქმის კეთება, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. თუკი დღეს რაიმეს წარმოვადგენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი და ამიტომაც არასდროს შევშინებივარ წინააღმდეგობებს. ჩვენ ურტიერთპატივისცემა და ურთიერთდახმარება ვაქციეთ ჩვენი სკოლის კულტურად და ღრმად ვარ დარწმუნებლი, რომ აღებული კურსი არასდროს შეიცვლება. მე გტოვებთ, მაგრამ სკოლაში გიტოვებთ ადამიანს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც, აუცილებლად გააცნობს ჩვენს სკოლას სრულიად ქართულ საგანამანათლებლო სივრცეს. ეს არის ჩემი ბიჭი, ჩემი დათო, ჩემი გენიოსა და იმედი მაქვს მხარს დაუჭერთ. მე კი გემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ!
***
  უჩვეულოდ ადრე ავდექი. თავი მოვიწესრიგე, სწრაფად ვისაუზმე და ეზოში გავედი. სიგარეტს მოვუკიდე და კვამლს მთელი გულის თქმა ამოვაყოლე. ვღელავდი. დიდი ილია გამახსენდა ,,არ ვიცი როგორ შევეყრები მე, მას და როგორ შემეყრება ის, მე“.  ვიცოდი, რომ წინ, ან წარმატება მელოდა, ან კიდევ სრული ფიასკო. რამდენიმე საათში ნანას ბავშვების წინაშე უნდა წარვსმდგარიყავი. ემოციებს ვებრძოდი და ბოლოს , როცა მორიგი ღერის მოსაწევად,  თითი სიგარეტის კოლოფში ჩავყავი, სიცარიელე ვიგრძენი. დრო არ იცდიდა.  ჟუჟუნა წვიმა მოდიოდა და ჰაერში შემოდგომის რბილი სუსხი იგრძნობოდა. ოთახში შევედი, პიჯაკი მოვიცვი და ეზო უკანმოუხედავად გადავკვეთე.

***
სკოლის ეზოში,  ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის დამახასიათებელი ჟრიამული სუფევდა. კიბეზე  პირველ კლასელები ჩამწკრივებულიყვნენ  და დაბნეული თვალებით, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ცდილობდნენ. ზოგი დედას მიჰკვროდა, ზოგს აცრემლებაც მოესწრო, გაბედულები და თამამები კი ლექსების ომახიანად წაკითხვისთვის მაყურებელთა აპლოდისმენტებს იმსახურებდნენ. მერე კოლეგებს შვუერთდი,თითოეულ მათგანს სათითაოდ  მივესალმე, სასწავლო წლის დაწყება მივულოცე  და სამასწავლებლოსკენ გავეშურე, სადაც დაახლობით ოცი წუთი მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენდი.  მოგვიანებით კოლეგებიც შემომიერთდნენ და ახალი სასწავლო წლის პირველი ზარიც დაირეკა. ქალბატონებმა სარკეს მიაშურეს და გარეგნობაში   უკანასკნელი შტრიხები შეიტანეს. მერე ჟურნალებიც მოიმარჯვეს და სამასწავლებლო ფუსფუსით დატოვეს. ოთახს  მე და დირექტორი შემოვრჩით. ჟურნალების თაროს მხოლოდ მეთერთმეტე კლასის ჟურნალი შემორჩენოდა, რომელიც გამომწვევად მიმზერდა და მივხვდი, რომ უკან დასახევი გზა უკვე  არ მქონდა.
-         რას უცდი დათო? ჟურნალი აიღე და მეთერთმეტეში შევიდეთ.  ბავშვებს  შენი თავი უნდა წარვუდგინო
-         წარდგენა რა საჭიროა? ძალიან კარგად მიცნობენ.
-         თუმცა არა, როგორც დამრიგებელს
-         ამაში მართალი ბრძანდებით.
სამასწავლებლოს კარი მშვიდად გააღო და კორიდორში წინ გამიძღვა. კიბე ფეხაკრეფით ავიარეთ  და რამდენიმე წამში  მეთერთმეტე კლასის კართან აღმოვჩნდით.
-         მხოლოდ შენს მერე დათო. მინდა ჯერ შენ შეხვიდე!
წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია და კარი ნერვიულად შევაღე.
  სრული სიცარიელე.. სიჩუმე. დავმარცხდი.. ასეც ვიცოდი. ისინი არ მოვიდნენ! მათ უარი თქვეს!    არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა აგონია, თუმცა გონს მოსულმა მივხვდი, რომ მთელი ორგანიზმი ჩამომეშალა და  ელდანაცემივით გამოვბრუნდი.  ჟურნალი დირექტორს შევაჩეჩე და  მოურიდებლად მივახალე.
-         ზოგჟერ სხვასაც უნდა მოუსმინოთ!
სამასწავლებლოში განადგურებული შევვარდი, დივანზე ღონემიხდილი ჩავესვენე და ისტერიულად ავქვითინდი. მერე ტელეფონს დავწვდი, მისი ნომერი თვალცრემლიანმა მოვნახე და ზარი გავუშვი.
-         სკოლიდან მივდივარ!
მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ყურმილი დავკიდე. თავი ხელებში ჩავრგე და ცრემლების ზღვაში შევცურე . ვიცოდი, რომ ადრე, თუ გვიან სკოლის კედლებს აუცილებლად  დავტოვებდი და ამ სფეროში სულ სხვა რაკურსით განვაგრძობდი მოღვაწეობას, თუმცა მოვლენები თუკი ასე განვითარდებოდა, ვერასდროს ვიფიქრებდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვგლოვობდი საკუთარ ტკივილებს, თუმცა აგონიიდან ზარის ხმამ გამომიყვანა. რამდენიმე წუთში ოთახი კითხვებმა და გაოცებამ მოიცვეს. პასუხებს გავერიდე, ოთახი ღონემიხდილმა დავტოვე და ვიგრძენი, რომ თან უამრავი გაოცებული მზერა გავიყოლე. ინგლისური ენის კაბინეტში განვმარტოვდი. საკუთარი ნივთების შეგროვებას შვუდექი და მოსწავლეთა ნამუშევრებს ცრემლიანი მზერა ვესროლე. ყველაფრის ასე დამთავრებაზე არასდროს მიოცნებია. ბევრი რამის გაკეთება ვერ მოვასწარი. უამრავი განუხორციელებელი იდეის იდეადვე დატოვება მომიხდა. ნივთები საგულდაგულოდ გადავარჩიე, ყუთში მოვათავსე და კაბინეტი დავტოვე. კორიდორში მოსწავლეთა გაოცებულ მზერას შევეფეთე. ასეთი დათო მასწი არასდროს უნახავთ. მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე არც კი მიფიქრია და პირველი სართულისკენ გავემართე. სამასწავლებლოს კარი მიხურული დამხვდა.ოთახის შუაგულში მაღალი ტემპერატურა იგრძნობოდა. წამით შევჩერდი. სიტყვებს ძებნა დავუწყე. გამომშვიდობება დრამატიზმისგან უნდა დამეცალა და სკოლას რაც შეიძლება მალე  გავცლოდი. საკეტი ჩამოვწიე და ოთაში ყუთით შევაბიჯე. წამით სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა თითოეული მათგანის ტუჩზე გაწყვეტილი წინადადება ამოვიკითხე. ჩემზე საუბრობდნენ და არც გამკვირვებია.
-         იმედია სისულელის გაკეთებას არ აპირებ- სიჩუმე  დირექტორმა დაარღვია.
-         ამ სისულელეს, როგორც თქვენ მას უწოდებთ, მე რამდენიმე კვირის წინ ვპროგნოზირებდი, თუმცა მაშინ ყურიც არ მატხოვეთ. ახლა კი ნება მიბოძეთ საკუთარი გადაწყვეტილება გაგაცნოთ. მე მივდივარ!
ვიგრძენი, რომ თანამშრომელთა ტკივილი გავამძაფრე და ოთახში სევდა გავამეფე. სიჩუმის დარღვევა არავის უცდია, რადგან მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.
-         არ ვიცი საიდან დავიწყო. თავს ვერ ვერევი. ასეც ვიცოდი. ვიცოდი, რომ ის ბავშვები ვერ მიმიღებდნენ. ძალიან გულნატკენი ვარ, მაგრამ ამავდროულად ამაყიც, რადგან მათ შეძლეს ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით. აი ეს არის პოზიცია და ამას ჰქვია პრინციპულობა. ისინი თავიანთს ითხოვენ. ულტიმატუმს უყენებენ სკოლას. ან გააკეთეთ ის, რაც გასაკეთებელია, ან უჩვენოდ განაგრძეთ ცხოვრებაო. ჩვენ კი კარგად მოგვეხსენება, თუ რას ნიშნავს სკოლისთვის ამგვარი ულტიმატუმი. მე მესმის მათი.
-         ნეტავი სკოლის თუ გესმის, ან თითოეული ჩვენგანის? ნეტავი საკუთარი გულისთქმის თუ გესმის? გამოსავალს წასვლაში ხედავ? ამით რის მიღწევას ცდილობ? ახალგაზრდა ბიჭი შინ იჯდები და გლოვას დაიწყებ? ცხოვრებას უმხედრდები? ნუთუ არ გრცხვენია?-სიბრაზე ვერ დამალა ერთ-ერთმა კოლეგამ.
-         გასაგებია, რომ ნანას უდიდეს პატივს სცემ, მაგრამ დავიჯერო ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შენთვის არაფერს წარმოვადგენდით?
-          ნუთუ ჩვენი გვერდში დგომა არ გახსოვს? გასაგებია, რომ ნანამ მოგიყვანა სკოლაში, მაგრამ ნუთუ ჩვენ არ მიგიღეთ სიხარულით და არ ჩაგიკარით გულში. ნუთუ ჩვენ არ გაღიარეთ კოლეგად?  ნუთუ აქ არაფერი გაკავებს?  კარგად იცი, თუ რამხელა ტკივილია ჩვენთვის ნანას გარეშე აქ ყოფნა და შენ რას გვიკეთებ? ტკივილზე კიდევ ტკივილს გვიმატებ?  უსინდისო ხარ!- ემოციები  ვერ მოთოკა  და უკანასკნელ სიტყვებს ცრემლები ამოაყოლა  უცხო ენების კათედრის გამგემ.

ემოციები მომეძალა და ცრემლები მომერია. გაუბედავად მივუახლოვდი, გულში თბილად ჩავიკარი და  გულაჩუყებულმა ვუთხარი:
-         არასდროს დამავიწყდებით თამრიკო მასწ!
-         შენი ნოსტალგიები ჩემთვის დიდი ვერაფერი შვებაა-მომიგო გულაჩუყებულმა და თავი მიაბრუნა.
-         დათო! შენი წასვლა ჩვენი სკოლისთვის დიდი დანაკლისი იქნება. იმ ცირე ხნის მანძილზე, რაც ჩვენთან დაჰყავი, შენ მოახერხე შენი წილი სიტყვა გეთქვა ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში. შენში ეჭვი არასდროს შემპარვია და ყველა დამეთანხმება, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენი დასაყრდენი იყავი. შენ არამარტო ნანას, ჩვენი ნებიერაც ხარ. ჩვენს ხელში აღზრდილი ბავშვი ხარ და ძალიან გიყვარხარ. მაპატიე, თუკი ჩემი არასწორი გადაწყვეტილებით გული გატკინე. დამიჯერე ამაზე არც კი მიფიქრია. პირიქით, მეგონა, რომ შენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღე. არ მინდა შენი დაკარგვა. გეფიცები შეუძებელს შევძლებ და ყოველთვის გვერდში დაგიდგები, ოღონდ არ წახვიდე და იდექი ჩვენ გვერდში, შენი პატარების გვერდში.ძალიან გთხოვ კიდევ ერთხელ დაფიქრდი, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებ .- სევდა ჩააქსოვა მის სიტყვებში დირექტორმა და მხარზე ხელი დამადო. გული კიდევ ერთხელ ამჩუყდა, თუმცა თავი ხელში ავიყვანე და განვაცხადე:
-         გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. შეიძლება ახირებად ჩამითვალოთ, მაგრამ აქ გაჩერება არ შემიძლია. გული ძალიან მტკივა, რომ უნდა დაგტოვოთ. აქაურობა, ჩემი მეორე სახლი იყო. აქ ყოველთის სიხარულით მოვიჩქაროდი, რადგან თქვენ, ჩემი ოჯახის წევრები მხვდებოდით. გთხოვთ ცრემლები არ დამანახოთ. ხომ არ მოვმკვდარვარ. თქვენი ბიჭის გულში თქვენ არასდროს მიეცემით დავიწყებას. ჩემი გული ყველას გეყოფათ. ბედნიერი ვიქნები, თუკი წლების შემდეგ ჩემი მოსწავლეები დადებით კონტექსტში მომიხსენებენ.  მთელი გული მათ მივუძღვენი. მათთვის არაფერი დამიკლია. მათთან ერთად მითამაშია, მიცინია, განმიცდია  და გამხარებია. ჩემს დათუნას განსაკუთრებით მიმიხედეთ, ძალიან გულჩვილი და ემოციური ბავშვია. სევდას გულში ინახავს ხოლმე და არ მინდა გულჩათხრობილი ადამაიანი გაიზარდოს. მიჭირს მათი დატოვება, მაგრამ რა ვქნა.  ვერ ვჩერდები, რაღაც არ მაჩერებს. კარგით! სიტყვა გამიგრძელდა. მახსოვს, პირველად რომ შემოვარე ამ ოთახის კარები, მაშინ სათითაოდ გადამეხვიეთ. იგივეს გაკეთებას ვაპირებ ახლაც და ძალიან გთხოვთ, თუ გიყვარვართ, არ შემაჩეროთ.
ჯერ დირექტორს გამოვემშიდობე, მერე სათითაოდ ყველა გულში ჩავიკარი და ჩემი ნივთების ყუთისკენ გავეშურე. გაკვეთილების ცხრილს ცრემლიანი თვალი შევავლე და სამასწავლებლოში ყოფნის უკანასკნელი წამების ათვლა დავიწყე. მერე კარისკენ დაბნეული გ
 ავემართე, წამით შევყოვნდი და შემოვბრუნდი, მომინდა მათთვის უკანასკნელი სიტყვები მესახსოვრა და გულაჩუყებულმა ამოვიხრიალე
-         წარმატებებს გისურვებთ. ბავშვებს ჩემს ნაცვლად მოუბოდიშეთ. მე მივდივარ!
-         მე მოვედი, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ არსადაც არ მიდიხარ!
ოთახში ამინდი შეიცვალა და ტემპერატურამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სიტყვებმა, რომელიც ღია კარიდან გაისმა,  ჯერ  კედლები გაარღვია, მერე თითოეული ჩვენგანის ყურთასმენა დაიპყრო  და ბოლოს  ყოველი ჩვენგანის გაოცებული  მზერა მისკენ მიმართა. ზღურბლზე, ყავისფერ პიჯაკში და შავ ქვედაკაბაში კოხტად გამოწყობილი ნანა იდგა, რომელსაც ჩანთა მხარზე მოხდენილად გადაეკიდა, თმები ჩვეულებისამებრ კოხტად,  შუაზე გაეყო და გამომცდელად გვიღიმოდა. მერე ზღურბლს ჩვეული სიდინჯით გადმოაბიჯა, წელში გასწორდა და მშვიდი ტონით წარმოთქვა
-         მე დავბრუნდი!

----------------------------

 „უთითო“

   მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიყავი. ერთი უშველებელი, ბებერი მსხლის ძირში იჯდა და როგორც მისი ასაკის მხცოვანთა წესია, პირში ყალიონ გაჩრილი, კვამლის ყვითელ ბურთებსრგოლებად უშვებდა, რომელსაც უფილტრო სიგარეტი“მზე“ გამოყოფდა. მახსოვს, როგორ ძალიან მიყვარდა რგოლების  დათვლა მის ტუჩებთან . ისიც იმ პატარა ბავშვს ემსგავსებოდა, რომელსაც პირველი ნაბიჯები შეუქეს და მეტი მონდომებით ცდილობდა რგოლები რაც შეიძლება მეტი დ დიდი ზომის გამოსვლოდა. ამბობენ მოხუცები ბავშვებივით არიანო და ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ჭარმაგი მოხუცი, იმ ადგილას ადრეც ბევრჯერ მინახავს, ამითვალიერებია-ჩამითვალიერებია, თუმცა ის, რომ მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი აკლდა იმ დღეს პირველად შევნიშნე. შიშის განცდა იყო, თუ დაბნეულობის ვერ გეტყვით, თუმცა მივხვდი, რომ ახალი რეალობის წინაშე დავდექი. სხეულ ნაკლული ადამიანი მანამ არასდროს მენახა. ყოველთვის თამამი ვიყავი და „უთითობის“ მიზეზი  ვკითხე.  ტუჩებიდან ყალიონი მოიცილა, პირი ყვითელი კვამლისგან გაითავისუფლა და ხრიწიანი ხმით მიპასუხა. -შენი ასაკის ვიყავი, მამას ყანაში ვეხმარებოდი. სოიოს ვჭრიდით. მახსოვს საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ვიფიქრე რაიმემ ხომ არ მიკბინათქო, თუმცა სანამ ხელს დავხედავდი, იქვე მიწაზე  თვალი ადამიანის თითს მოვკარი  და მივხვდი, რომ მე ის სამუდამოდ დავკარგე. შევძრწუნდი. მოხუცისადმი სიბრალულით იმდენად არა მისმა  დაკარგულმა თითმა განმაწყო, რამდენადაც იმის წარმოდგენამ, რომ ეს უბედურება ბავშვობაში შეემთხვა. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და შემზარა იმის წარმოდგენამ, თუ  როგორი სასაცილო ვიქნებოდი უთითოდ.- მერე მაინც ამ სოფელში დარჩი? არ შეგძულდა? წასულიყავი ქალაქში. იქ რომ ყოფილიყავი ეს არ მოგივიდოდა-მივახალე თითქოს გაბრაზებით. მიკვირდა რატომ სამაგიერო არ გადაუხადა ვერაგ სოფელს. ნეკა თითით, რომელზედაც ფრჩხილი საგულდაგულოდ გაეზარდა, შუბლი მოიფხანა და ამოიხრიალა.-არა ბაბუ სოფელი არ არის დამნაშავე იმაში, რაც მე მომივიდა, რატომ უნდა დამეტოვებინა? აბა წარმოიდგინე, ქალი შვილის  გაჩენისას ტკივილებით იტანჯება, მაგრამ სად გაგიგია ოდესმე  დედას ახალშობილი მისდამი მიყენებული ტკივილის გამო მიეტოვებინოს? ეს ბუნების კანონია შვილო. ტკივილშიც არის სიტკბო, თუმცა შეგრძნება და დანახვა სჭირდება. გაიზრდები და მიხვდები, რომ მშობელი მხოლოდ ის როდია, ვინაც გაგვაჩინა. მშობელია სოფელიც, სადაც ვიბადებით, ორღობეში ჩვენს თანატოლებთან ერთად ვთამაშობთ. პატარა ხარ შვილო და შორს ვერ იხედები. მხოლოდ იმას ამჩნევ, რისი დანახვაც ძალიან ადვილია, თუმცა ცხოვრებაში სხვა ისეთი ფასეულობებიც არსებობს, რომელთა დანახვაც არცთუ ისე იოლია, მაგრამ ისინი ხომ მაინც არსებობენ.აი თუნდაც მომავალი, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ისევე არსებობს, როგორც წარსული. ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, რომ ხვალინდელ დღეს ღირსეულად შეხვდე.ისე უნდა შეიყვარო, რომ შეყვარების ღირსად გაგხადონ.თუ დედა არ გიყვარს, დეიდას ვერ შეიყვარებ.ამით იმისი თქმა მინდა ბაბუ, რომ თუკი სოფელი არ შეიყვარე, ქალაქი არ მიგიღებს. ის უბრალოდ ბრჭყვიალა ფერებით მოგხიბლავს, დროებით აგიტაცებს ხელში, შემოგატარებს მოკირწყლულ ქუჩებს და ბოლოს შენვე მიხვდები, რომ თუკი მიწაზე ჩამოგსვა, სტუმრის სტატუსს დაკარგავ და ყველაზე მეტად მაშინ ინატრებ ხალიჩად გეფინოს შენი სოფლის ცვრიანი ბალახი.მე იმას არ  ვამბობ შვილო, რომ ქალაქი ცუდია ან არ უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, მისი არსებობაც აუცილებელია და უნდა შეიყვარო, მაგრამ სოფლელმა კაცმა ის ისე არ უნდა გააღმერთო, რომ  შენი ნალიისა და ოდის მადლი დაივიწყო.  აბა ბაბუ მოინდომე და გაშალე მკლავები ქალაქში ჩაისუნთქე ღრმად ისე, რომ  ფილტვები სუფთა ჟანგბადით გაგებეროს. აბა სცადე და  დაადექი რომელიმე გზაჯვარედინს, რომელიც ანკარა წყაროსთან მიგიყვანს, სადაც კოკას აავსებ ან თაკარა სიცხეში სიგრილის ჯადოსნურ ძალას შეიგრძნობ. არა შვილო სოფელს სხვა ხიბლი აქვს. მასში ღვთაებრივი სიყვარულია ჩაქსოვილი. ამიტომაც გვიყვარს თითოეული ჩვენი მეზობელი, ამიტომაც ვიზიარებთ მათ ბედნიერებასა და მწუხარებას. ვერანაირი ფერუმარილისა და სუნამოს სურნელი ვერ შეცვლის შვილო იმ ჩალისა და ვაზის სურნელს, რომელიც შემოდგომით ირევა სოფლის ბაღ-ვენახებში. განა შვილი მხოლოდ ის არის, ვინც გავაჩინეთ და საუბარი ვასწავლეთ? არა ბაბუ, ის ოქროსფერქოჩრიანი სიმინდი და ის ძარღვებ დაჭიმული ვაზიც ჩვენი შვილები არ არიან განა? ჩვენ არ ვუფხვიერებთ ნიადაგს და არ ვასმევთ წყალს, როცა სწყურიათ?  განა ჩვენ არ ვაცლით ვაზს უსარგებლო რტოებს ისევე, როგორც შვილების დაცვას ვცდილობთ ყოველგვარი ზედმეტი მავნებლობისგან? ცხოვრება სიყვარულშია შვილო. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე არ განელებულა ჩემი კუთხისადმი, ჩემი კერისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული. ალბათ ასე უნდა მეცხოვრა და ასეც ვიცხოვრე.
-კი მაგრამ დაკარგულ თითს ვინ დაგიბრუნებს?
- ჩემი ერთი თითი რა მოსატანია შვილო იმ სიყვარულთან, რომელიც ოდესმე ჩემი სოფლისგან მიმიღია? მიჩუქნია ის პატარა სხეული ჩემი სოფლის მიწისთვის, რადგან მე მისგან გაცილებით დიდი რამით ვარ დავალებული და ეს არის ცხოვრება, რომელიც მან მაჩუქა და სიყვარული, რომელიც მან მასწავლა. მამა, რომელიც ჩემი თითის დაკარგვის თანამონაწილე გახდა ომში დავკარგე და მაშინ რა?  ცხოვრებას ხომ არ ავუმხედრდებოდი? არა შვილო ღვთის კანონს ვერსად წაუხვალ. იყავი შენი თავის ბატონ-პატრონი,შეიყვარე შენი კერა, როგორც გიყვარს მშობელი შენი, შეიყვარე ტკივილი, როგორც სიამოვნება შენი ოდესმე მიხვდები, რომ ბოღმა და შურისძიება ეს უბრალოდ ადამიანებმა გამოიგონეს, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.
   არ ვიცი ასეთი მონდომებით რატომ მესაუბრებოდა და რატომ  ჩათვალა, რომ ყველაფერ იმას, რასაც არგუმენტირებულად მიამბობდა,  ჩემი ბავშვური გონება სწორად აღიქვამდა, თუმცა მივხვდი, რომ თითზე არ უნდა მესაუბრა. სხვა თემაზე საუბარს არც ვაპირედი და უსიტყვოდ დავტოვე. არ ვიცი მზერა გამომაყოლა თუ არა, მაგრამ ვიგრძენი, რომ  ჩემდაუნებურად  რაღაც  თავად გამოვიყოლე.  წლების განმავლოვლობაში ვერ ვხვდებოდი რა იყო ის, რაც მოხუცისგან გამომყვა, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ მისგან ის ვისწავლე, რასაც სახელს ვერ ვარქმევდი, თუმცა ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის, რაც მისგან გამომყვა სწავლა იყო.მას შემდეგ წლები გავიდა. მე არსად წავსულვარ. ჩვენი სოფლის ტაძრის მრევლი გავხდი   და ახლაც კი, როცა  სალოცავის ეზოში არსებული სასაფლაოს ბილიკს  ტაძრამდე მივუყვები, იქვე თვალი ძალაუნებურად ერთ ხავსმოდებულ, ჭადრის ხმელი ფოთლებით დაფარულ საფლავს ხვდება ხოლმე, რომლის ქვაზეც ერთი ჭაღარა ბერიკაცია გამოსახული, ჭაღარა წვერითა და დანაოჭებული კანით. ამ დროს კითხვები  თითქოს სადღაც იკარგებიან ხოლმე  და ვხვდები, რომ ის რაც წლების წინ ამ მოხუცი ბერიკაცისგან  ნამდვილად ვისწავლე და ეს ცხოვრებაა.




ბიჭიკო ოჩიგავა

------------------------------------------------------------------------------

მწარე ხვედრი“

იმ დღის შემდეგ, ის ტაძარში არავის უნახავს. ნახეს და შემდეგ კითხვებს ებრძოდნენ.
სასოწარკვეთა...
უიმედობა...
სულისა და ხორცის ტკივილი...
პიროვნული ფერისცვალება..
არც ასეთი დაბეჩავებული უნახავთ ოდესმე. თითქოს პიროვნება იცვალაო და ჩია ბერიკაცივით ღონემიხდილი იმ ბილიკს გაუყვა, სადაც ერთადერთი და უკიდეგანო სიყვარული დაასამარა.
-წადი. მომშორდი. დროს ვეღარ გავუძელი. გამიუფასურდი.-მიახალა და თვალზე სისველე მორეულს მამაკაცური თავმოყვარეობა ესტუმრა. ის ქედმაღალი, თავმომწონე და ბრგე ვაჟკაცი იყო. ამიტომაც უკანმოუხედავად წავიდა და წავიდა. ყველაზე მეტად ეს ჟესტი და დანამული თვალები დაამახსოვრდა გოგონას, რომელსაც ის შემდეგ ვერასოდეს დაივიწყებს.
არც ასეთი ალოგიკური ყოფილა ოდესმე, უბრალოდ იმ დღეს თითქოს ტყავიდან ამოძვრა, თუმცა არც სხვანაირი უნახავთ შემდეგ. მაშინ, ღირსებააყრილმა ქალიშვილმა ბიჭი, არაადამიანური გამოვლინებისთვის უღირსად ჩათვალა და დავიწყების გზას გაუყენა. არ გასჭირვებია, ღირსებებით იკვება და გამოუვიდა კიდეც, თუმცა ის ხელმეორედ სწორედ მაშინ შეიყვარა, როცა მიხვდა, რომ ამ სიყვარულთან მარტო დარჩენილიყო...
                                                  ---------------------------------------------
გზად სახლისკენ, იმ პატარა სტადიონს ჩაუარა, სადაც წლების წინ მისი ყმაწვილკაცური ღირსება ფეხქვეშ გათელეს. სულისშემძვრელი სიღარიბე იმ დღეს შესძულდა. თანატოლთა ულმობელმა სიტყვებმა „ სამარცხვინოდ ერთი შორტი ვერ გიყიდია და თამაშს როგორ ითხოვ“  სამყარო თავზე დაამხო. ვერც იმ საყვარელი ქალიშვილის თანაგრძნობამ გაამხნევა, რომელიც აშკარა შეურაცყოფის თვითმხილველი გახდა. ჯერ ბრაზმა იწყო ბორგვა მის თითოეულ უჯრედში, შემდეგ ცრემლი დაეწვეთა ნატკენ ღირსებას და იმ მიზნით, რომ საბოლოოდ არ შერცხვენილიყო, გოგონა, რომელიც უსიტყვოდ დატოვა წამიერად თითქოს გადაავიწყდა კიდეც. „მე შენი ღირსი არავარ“ ალბათ ამ სიტყვებს თუ იმეორებდა ხშირად გზად სახლისაკენ, როცა ქუჩაში, გამხმარ ჯოხზე დაყრდნობილმა ქალმა, მისი პატარა დის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოჰკითხა. პასუხი საკამაოდ უკმეხი გამოუვიდა, რაც მაშინვე ინანა და წელში მოხრილ ბებოს, ბოდიშის მოხდის შემდეგ შუბლე ეამბორა.-მაპატიე ბებო, ძალიან ცუდად ვარ და უხეშად გამომივიდა, არ მინდოდა გწყენოდა.                                                                                      ხნიერმა ქალბატონმა აცრემლებულ ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა და მაამებლურად მიმართა- არაფერია შვილო, შენ ბოდიში მაინც მომიხადე და აგერ იმ მამაძღლმა, ეგერ ველოსიპედით რომ მიდის სულ ტალახიან წყალში ამომსვარა და უკან არც მოუხედავს.  ბიჭმა მწუხარება გამოთქვა და ბებოს კითხვაზე, გავიგე გუშინ ცუდად ყოფილხარო, დამწუხრებით უპასუხა.
--არამარტო გუშინ ნათელა ბებო.
                                                 --------------------------------------------------
-დედა რაღაც უნდა გითხრა
-ამჯერად რა ხდება-ცივად უპასუხა ქალმა, რომელსაც შვილსთვის არც აუხედავს
- პრობლემები მაქვს. დიდი ხანია ცუდად ვარ, მაგრამ ვერ გეუბნებოდი. შენი რეაქციის მეშინოდა, არ მინდოდა გული გტკენოდა
-ამჯერად რა მოხდა. აა გასაგებია, ისევ იმ გოგოსთან იჩხუბე ხომ? არ დავინახო ის ამ ოჯახში. ჯერ არ მოგიყვანია და ერთმანეთს ჭამთ. მერე რაღას იზამთ. თქვენი ნერვები არ მაქვს.
-დედა გული მტიკვა...
-მეც მტკივა გული მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობთ. მამაშენი დღესაც უგონოდ მთვრალია. მეზობლების თანდასწრებით მაგინა და მერე დაწვა. ჰგონია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანის თანდასწრებით შემაგინებს კაცობას ამტკიცებს--ბიჭს შეეცოდა ათრთოლებული დედა და მისი გულში ჩაკვრა სცადა, თუმცა აღელვებულმა ქალმა შვილი თავიდან მოიცილა და უკმეხად მიმართა
--მომშორდი, შენც მამაშენივით უჯიშო ხარ, ამიტომ უმწარებ იმ გოგოს სიცოცხლეს. იმის ნაცვლად, რომ იმუშავო და იმ ლოთს ედგე გვერდში, სად დადიხარ ღმერთმა უწყის. არ იმუშაო და იყავი ამ სიღარიბეში ამოგძვრება სული.
-არც ეს დღე არის შორს დედა- ამ სიტყვებს ცრემლების ზღვა ამოაყოლა და დედის გაოცებულ მზერას ოდნავ მშვიდი კილოთი უპასუხა- ვიმუშავებ მამასთან ერთად დედა და მალე ალბათ ჩვენს მაგიდაზეც იდება საკმარისი საჭმელი
-- შენმა დამ კიდევ სიცოცხლე გამიმწარა. ამდილით სიცხემ ისევ აუწია და წამალი, რომელიც მეგულებოდა, თურმე დამთავრებულა. მამაშენს რომ ვუთხარი, საიდან მოგიტანო ახლა წამალიო. დავიღალე მეტი აღარ შემიძლია.
--დამშვიდდი დედა, ვინმეს ვთხოვ ფულს და იყიდე წამალი. არც დღეს ყოფილა სკოლაში?
--როგორ წავიდოდა სიცხიანი. ფეხსაცმელიც არ აქვს. ან შენ ფულს ვინ მოგცემს ისედაც კისრამდე ვალებში ვართ. ღმერთო ჩემო ბავშვი სიცხისგან მეწვება და რა დედის გულმა უნდა გაუძლოს მის ავადმყოფურ თვალებს. ის ლოთი მამაშენი კიდევ გაიძახის მალე რძალი შემოვა ოჯახშიო და მატება გვექნებაო. მატება კიარა, ვინც ვართ როგორ ვართ.
--დედა დავშორდი მარიამს, შეგიძლია მშვიდად იყო.-ტკივილით წარმოთქვა ბიჭმა
--ძალიან კარგი, მაინც ვერაფერს შესთავაზებდი
--დედა გული მტკივა და ცუდად ვარ, ღამით თითქმის აღარ მძინავს-აცრემლდა ბიჭი
--არაუშავს, გაგივლის. სამი წელია ერთმანეთი გიყვართ და გული გტკიოდეს იქნება აბა რა
-- დედა მე.....
ბიჭს სიტყვა მეზობლის განწირულმა ყვირილმა  გააწყვეტინა, რომელსაც პატარა, გონწასული გოგონა მკლავებში მოექცია და ოთახში შემოიყვანა. დედამ შეიცხადა. ბიჭმა მეზობელს მადლობა გადაუხადა და პატარა დას მივარდა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. დაბნეული დედა ცრემლად იღვრებოდა და საღად აზროვნების უნარი დაეკარგა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მამას კი არც არაფერი გაუგია და ისე გამაყრუებლად ხვრინავდა, რომ ბიჭს გულში არნახული ზიზღი ჩაეღვარა. ამასობაში გოგონას სუნთქვა დაუმშვიდდა, ლოყები გაუვარდისფერდა და წამწამებიც სუსტად აახამხამა. ძმამ პატარა და გულში ჩაიკრა და აქვითინდა.
                                               ------------------------------------------------------------------
             --დღეს შენი მეგობრები იყვნენ. ექსკურსია დაუგეგმავთ და აინტერესებდათ შეუერთდებოდი თუ არა
             -- მამა როგორ წავიდე ჯიბეში ერთი თეთრიც არ მიდევს. ის ფული გუშინწინ რომ მეზობელმა ბაღის დამუშავებისთვის მომცა, უკვე დავხარჯე. სხვების ხელის შემყურე ხომ ვერ ვიქნები, პატარა ბიჭი ხომ არ ვარ?
             -- ახლა გაგახსენდა რომ პატარა არ ხარ? ფულს რომ დაინახავ გონება გებინდება და ფიქრობ სად დახარჯო. შენს დას წამალი არ აქვს და შენ კიდე ვისთან რამდენს ფლანგავ ღმერთმა უწყის
       -- მამა ძალიან გთხოვ გულს ნუ მტკენ, ისედაც ცუდ დღეში მაქვს. ის ფული მამი ჩემი ოფლით ვიშოვე. ცუდად ვხდებოდი, გული მიმდიოდა მაგრამ იმ პაპანაქებაში მაინც არ დამიზოგავს თავი, რათა ორი თეთრი მეშოვნა.
             -- და რად გინდა? იმუშავე და რა შეიძინე? რა დაგეტყო? ან რა გულის ტკივილი დაიჩემე. დედაშენს უყურებ? მაგას რომ უსმინო უცოლო დარჩები. მითხრა დაშორებიხარ მარიამს. არ თქვა მაგ გოგოზე უარი. შეურიგდი და გულის პრანჭვებიც მოგეშვება. ძალიან მომწონს ის გოგო. ღარიბი ოჯახიდანაა და ჩვენს გაჭირვებას არ გააპროტესტებს.
             -- მამა მართალია მარის გამოც ძალიან მტკივა გული, მაგრამ სხვა რამ მინდა გითხრა. ვიცი შეწუხდები მაგრამ რა ვქნა, ამ  პრობლემას მარტო ვერ გავუმკლავდები მამი--წარმოთქვა ბიჭმა და მარჯვენა ხელით ცრემლიანი თვალების დამალვა სცადა. მამას, შვილი ატირებული თითქმის არასდროს უნახავს და გაუცხოების განცდამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა სიტუაციას ოჯახის დიასახლისმა სულ სხვა მიმართულება მისცა, რომელიც ოთახში გაავებული შემოვარდა და შვილს სილა გააწნა. გაოგნებულმა ბიჭმა ჯერ მამას გახედა, შემდეგ ისევ დედას და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, დედამ არ დააცადა
            -- უსინდისოვ და უნამუსოვ, როგორ გაბედე და ჩემი საფულიდან ფული ამომაცალე. ასე არ აღმიზრდიხარ. ვის პირწვრდნილს დემსგვაე
              --დედა რას ლაპარაკობ, რას მაბრალებ. როდის იყო შენი საფულიდან ფული ამომქონდა.ასეთი რამ არასდროს ჩამიდენია--ბიჭი ემოციებს მოეცვა.
              --მატყუარა ხარ და მამაშენივით ლოთობის გზას ადგახარ. სად ჯანდაბაში დახარჯე ის მაინც მითხარი. მეზობელს დავესისხე ბავშვი ექიმთან უნდა წამეყვანა
--არა დედა შენს თავს გეფიცები ხელი არ მიხლია. ჭკუიდან გინდა შემშალო?
--ხმა არ ამოიღო ნერვები ისედაც არ მყოფნის. დღეს სამი მარტია და იმის ნაცვლად, რომ გესიამოვნებინა ყველაფერი წამამწარე
-- დედა არ არის სიმართლე რასაც შენ ამბობ. ფული მართლა არ ამიღია. სწორედ იმის გამო, რომ დღევანდელ დღეს შენთვის მესიამოვნებინა გადავწყვიტე საჩუქარი გამეკეთებინა. შედი შენს ოთახში და ტანსაცმლის კარადა გამოაღე.-ქალი ელვის სისწრაფით გაქანდა საძინებლისკენ და უმალვე მობრუნდა
--აჰაა, რაში ყოფილა საქმე. ეს რითი იყიდე? სად გქონდა ამის ფული? ჩემი ფულით გამიკეთე საჩუქარი? თავხედო. არ მჭირდება--ქალმა სუნამო მიწაზე  დაანარცხა და მეუღლეს მიუბრუნდა--შენ ესეც ვერ მოიფიქრე.. ბიჭმა, რომელსაც გულით ნაჩუქარი საჩუქარი თავზე დაალეწეს, ცრემლმორეულმა დატოვა ოთახი.
-- არაადამიანურად მოექეცი.ქალის მეტი ყველაფერი ხარ. ველურო
--რაიყო შენი შვილი შეგეცოდა? მეორეზე ნეტავ თუ ფიქრობ ავადმყოფობას რომ ებრძვის?
--შენთან საუბარს აზრი არააქვს. ქოფაკი ძაღლივით ხარ
--რატომაც არა. მეზობლის ძაღლებს გაცილებით ადამიანური პირობები აქვთ, ვიდრე ჩვენ.
                          -----------------------------------------------------------------------------
როგორც მოსალოდნელი იყო, ექსკურსიაზე წასვლაზე უარი თქვა. დღეები-დღეებს მისდევდა და დასნეულებულ დაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა. ბორგავდა, სტკიოდა სნეული გული და უუნარობის განცდას ებრძოდა. -რა გავაკეთო? რითი დაგეხმარო? მოგიკვდეს ძმა. ჩემო ფერიავ ალბათ ახლაც მშიერმა დაიძინე- ცრემლმორეული ჩასჩურჩულებდა ხოლმე პატარა, მძინარე გოგონას სასთუმალთან ჩამუხლული. მერე უცებ სახე ეცვლებოდა, თითქოს გულში მახვილი ჩასცესო და ფეხაკრეფით გავიდოდა ოთახიდან.
ერთ დღეს სიბერე შეპარული თაროდან პირადი დღიური ჩამოიღო და იმ ადგილს მიადგა, რომელიც სიტყვებით „ გავბედე და ვაღიარე“ დაესათაურებინა. ქართულ ენას ყოველთვის აკადემიურ დონეზე სწავლობდა, რაც მის ხელწერასაც ეტყობოდა. ყოველი ახალი საკითხი, რომელიც წესისამებრ აბზაცით დაეწყო, ისევ და ისევ მისი მოზღვავებული გრძძნობებით იყო გაჟღენთილი.პირველად სწორედ ამ დღეს გამოუტყდა, რომ მისდამი სიყვარული უსაზღვრო იყო და მზად იყო მისთვის ეცხოვრა. უყვარდა...ნამდვილად და მთელი გულით უყვარდა. მისდამი სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვებოდა. „ არაფერი გამაჩნია, მაგრამ ჩემი გოგო რომ მყავს ეს არაფერიც კი ყველაფერია“-ო სწერდა ახალ აბზაცში, ხოლო წერტილის შემდეგ აზრი კიდევ უფრო რომანტიულად ვითარდებოდა, სადაც მომავალი შვილების სახელების შერჩევაზე იყო საუბარი და რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ვერ მოგვარებულიყო. ერთ-ერთ გვერდზე გამხმარ გვირილას გადააწყდა. გვირილას, რომლითაც ერთ დღეს დარწმუნდა, რომ მარიამს ნამდვილად უყვარდა. მცენარისთვის ყვავილები სათითაოდ დაეძროთ და მხოლოდ ღერო დარჩენილიყო, თუმცა მისთვის ამ ღეროსაც კი არასდროს დაუკარგავს სიცოცხლე და რომ გეკითხათ ის ისევე მწვანე იყო, როგორც მოკრეფის დღეს. მის სიყვარულსაც მასთან აიგივებდა, და ღრმად სჯეროდა, რომ წლების შემდეგაც ისე ეყვარებოდა მისი მარიამის უფერული და დანაოჭებული კანი, როგორც ადრე, ახალგაზრდობაში. გვერდებს ისეთი ემოციით ფურცლავდა, გეგონებოდა რაღაცის პოვნა გადაუწყვეტიაო და სწორედ ძიების პროცესში იმ გვერდს გადააწყდა, რომელსაც წითელი ლაქები ეტყობოდა. ერთი ლაქა კი ფურცელს თავიდან-ბოლომდე, უსწორმასწორო ხაზად მიუყვებოდა და ბოლოში იკარგებოდა. უცებ ძიება შეწყვიტა. დღიური გვერდზე გადადო. შიმშილი იგრძნო, თუმცა გაახსენდა, რომ პური და ორი ცალი კვერცხი, რომელიც წუთების წინ მაგიდაზე ნახა, მხოლოდ მისი პატარა დის ულუფა იყო და იძულებული გახდა შიმშილისთვის მედგარი წინააღმდეგობა გაეწია. მერე უცებ ისევ დღიურს დასწვდა, იქვე ძველი მაგიდის უჯრიდან თავმოტეხილი კალამი ამოიღო და ახალ გვერდზე ახალი ისტორიის წერას შეუდგა. ასე არასდროს გაჭირვებია. სათაურის შერჩევაზე ამდენი არასდროს უფიქრია. შესაძლოა იდეაში ჰქონდა კიდეც საუკეთესო ვარიანტი უამრავი ალტერნატივიდან და არჩევანის გაკეთებას გაურბოდა. ან იქნებ ბევრი ფიქრი იმიტომ დასჭირდა, რომ ცუდ ხასიათზე მყოფს არასოდეს უწერია.ყოველთვის ცდილობდა დღიურში მხოლოდ იმ დადებით ემოციებზე ესაუბრა, რომელიც მის ცხოვრებაში არცთუ ისე ხშირი იყო. ალბათ ახალი ისტორია წინანდელებისგან რადიკალურად განსხვავებული გამოუვიდა, რადგან წერისას ემოციებს ვერ უმკლავდებოდა. როცა ატირებული დედა შემოვიდა, წერა უკვე დამთავრებული ჰქონდა და დღიურიც თაროზე შემოედო. როცა მისი მწუხარების მიზეზი იკითხა, სახეზე ტკივილი თვითონაც აღებეჭდა. პატარა გოგონას მაღალი სიცხისგან გონება ისევ დაეკარგა.
                                .........................................................................................................

დღეები-დღეებს მისდევდა და ოჯახიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა ცხოვრებას, თუმცა ერთ დღეს მათი სახლ-კარის თავზე ზეცამ ცრემლის ზეწარი გადაიფარა. თითქოს ყველა ადამიანური განცდა აუტანელ სატანჯველს დაემონა და ერთადერთს, იმედის ბოლო ძაფს, უფლის ძალმოსილებას ჩაებღაუჭა.მერე ყველაფერი ისევ ბუნების კანონს დაემორჩილა და ცხოვრებაც ჩვეულ რეჯიში გაგრძელდა, თუმცა ერთის გამოკლებით.
                               ...........................................................................................................
ოთახში ისედაც დახუთულ ჰაერს, ალკოჰოლის გულის ამრევი სუნთქვა შეერია და მთლიანობაში აუტანელ ქაოსად იქცა. ადგილს ვერ პოულობდა.ძველი თაროდან, ასევე ძველი ალბომი გადმოიღო და ისტორიის ფურცლების გადაშლას შეუდგა. მის თვალწინ წარსული მთელი სიცხადით გადაშლილიყო. სიცოცხლეს დაწაფებული თვალები, ბედნიერების ღიმილი, კადრში სამარადჟამოდ დაჭერილი ბავშვური გამოვლინებები. აგერ იმ დასვრილი და გულთან დაკერებული მოკლე, ყვითელი მაისურით ერთ დღეს რომ თამაშისას გაეხა და დედა მკაცრად გაუსწორდა. აგერ კიდევ ყვავილების თაიგულით ხელში, მეზობელ თანატოლებთან ერთად, სარვამარტოდ რომ დედებს დაუკრიფეს ჭალებში. სხვადასხვა ისტორიები კადრებივით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ეს ყველაფერი არცთუ შორეულ წარსულში იყო, თუმცა თითქოს საუუკუნეებით დაშორებოდა რეალობას.
საღი აზრი დაუბრუნდა. ალკოჰოლმა დატოვა თითოეული უჯრედი და რეალობის აღქმამ აუტანელი ტკივილი მოჰგვარა.-არა ისევ სიმთვრალე სჯობს- გაიფიქრა ხმამარლა და ფეხზე წამოდგა. ალბომი თაროზე შემოდო და ის იყო ოთახიდან გასვლა დააპირა, თვალი ყავისფერ წიგნაკს მოჰკრა. ჯერ გაკვირვებით შეხედა, შემდეგ გადმოიღო და ძველი ხის სკამზე მოკალათდა. გვერდებს ნელა და გაკვირვებით ფურცლავდა. თითქოს საინტერესო ვერაფერი იპოვაო და ის იყო დახურვას აპირებდა, რომ უკანასკნელ გვერდს გადააწყდა. უცნაური განცდა დაეუფლა, თითქოს რაღაც ძალამ თითოეული სტრიქონის ბოლომდე წაკითხვა აიძულა და ასეც მოიქცა. კითხვა ოდნავ ხმამაღლა დაიწყო და სივრცე გამაოგნებელმა სიტყვებმა მოიცვეს.
„ უკანასკნელად ვწერ. მორჩა. დღიურიც გადავღალე. უგუნებოდ მყოფს არასოდეს მიწერია, თუმცა რა ვქნა, ტკივილი ვინმეს რომ არ გავუზიარო  შევიშლები. არავინ შემომრჩა. ასეთი უსარგებლო ჯერ არ ვყოფილვარ. ძალიან ცუდად და სუსტად ვარ. ხელიც არ მემორჩილება წერისას. მეორე დღეა არაფერი მიჭამია. მშია ამის დედაც ვატირე, მაგრამ მე რაღა ჯანდაბა მაჭმევს, როცა ჩემი პატარა ანგელოზი შესაძლოა მშიერი დარჩეს. ჯანდაბას, დაე მშიოდეს ოღონდ ის იყოს მაძღარი და კმაყოფილი. როგორ ცუდად არის. გუშინ ისევ გონება დაკარგა. მოუკვდეს ჩემი თავი, როგორი თვალებით მიყურებს როცა ცუდად ხდება. გული მეწურება. იმ დღეს წითელი კაბები მომწონსო მითხრა, არადა უნდოდა ეთქვა მიყიდეო, მაგრამ მოერიდა. მას რომ რაიმე მოუვიდეს თავს ვერ ვაპატიებ იმას, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ შევუსრულე. როგორ მინდა ვიხილო უკვე დიდი, ზრდასრული და საამაყო გოგო. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის მივცე, რაც მე არასდროს მქონია და მენატრებოდა. მეზიზღება სიღარიბე, გადამღალა ამ ცხოვრებისეულლმა განაჩენმა. ყველაფერი ერთმანეთს აეწყო. ამასწინათ  გამანადგურა ჩემი მეზობლის დამცინავმა სიტყვებმა ” იქნებ მოგეძებნა დედაშენი, შეძლებული ოჯახიდან იყო და იქნებ ამოეყვანე ამ სიღარიბიდან“-ო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემი ის არ აღმოჩნდებოდა, ვისაც ბავშვობიდან დედათი მივმართავდი. მიუხედავად აუტანელი სულიერი ტკივილისა, წამითაც არ გამიფიქრია, რომ უარი უნდა მეთქვა ქალზე, რომელმაც გამზარდა.ოჯახში არც კი იციან, რომ მე ყველაფერი გავიგე.გული ეტკინებათ, არ არის საჭირო გაიგონ. მე სხვა დედას არ და ვერ ვცნობ, თუმცა  ჩემმა გამზრდელმა დედამ რამდენიმე დღის წინ გული მომიკლა. ფულის მოპარვა დამაბრალა. არადა ღმერთია მოწამე მისი საფულისთვის ხელიც არ მიხლია. სუნამო, რომელიც თავზე დამატეხა და მოპარული ფულით ნაყიდი ეგონა, სინამდვილეში ოფლით იყო შეძენილი. არ დამიძრახია მეზობლის ბოსტანში მუშაობა, რადგან მინდოდა მისი მოცემული ფულით დედისთვის სამი მარტი მიმელოცა. არაუშავს მე მთელი გულით მივეცი. არ ვამტყუნებ, ადამიაინს შვილი ცუდად ჰყავს, სირარიბეს ებრძვის და ნერვები არ უვარგა. აი ვწერ ამ სტრიქონებს და გულზე ისევ აუტანელი ჩხვლეტა ვიგრძენი. უკვე მეორე წელია უჰაერობა მაწუხებს, ღამით დაძინებას ვერ ვახერხებ. ბოლო პერიოდში ცხვირიდან სისხლდენაც დამეწყო და ვიცი სერიოზული პრობლემა მაქვს, მაგრამ რა ვქნა, რა გავაკეთო. ჩემი სამკურნალო ფული კიარა საჭმელიც გვენატრება. ვალებში ვცხოვრობთ. ვალებს რომ თავი დავანებოთ, ჩემი და ავადმყოფობას ებრძვის და წამალი ვერ გვიყიდია. არა, ჩემი ავადმყოფობის გახმოვანება შეუძლებელია. ამას არ გავაკეთებ. ჩემთვის არავის სცალია და რომც მოიცალონ მაინც ვერაფერს შეძლებენ ოჯახში. დამღალა ამ ტკივილის დამალვამ. ვსუსტები. ყოველი დღე ენერგიას მართმევს. ვცადე ერთხელ დედასთვის მომეყოლა ჩემი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა ყურიც არ მათხოვა და ჩემი გულისტკივილი მარიამთან დაშორებას დაუკავშირა. არადა გული ფიზიკურად მტკივა. ცუდად ვარ.ვცადე მამასთვისაც ამეხსნა ჩემი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა მანაც გადატანითი მნიშვნელობით გაიგო და არ მომეცა საშუალება განმემარტა. მარიამი ვახსენე. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაკარგი. მის გარეშე უბედური ვარ. სიგიჟემდე მიყვარს და ვიცი მასაც ვუყვარვარ, თუმცა ხელი ვკარი და მასზე უარი ვთქვი. რა ვქნა, ვიცი გული ვატკინე, თუმცა ასე ვარჩიე. მე მას ვერაფერს შევთავაზებდი. ავადმყოფობის გამო მუშაობაც არ შემიძლია. ახალგაზრდა გოგოა და მთელი ცხოვრება წინ აქვს. ვიღაც ღატაკისა და ავადმყოფის გამო ცხოვრებას ხომ არ გაინადგურებს. შესანიშნავი გოგოა და ჩემზე უკეთესს იპოვნის. დაშორების მიზეზი არც ამიხსნია ისე დავტოვე და ფიქრობს, რომ უსინდისო ვარ. არადა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. მოკლედ დავიღალე. ჰაერი არ მყოფნის.გარეთ უნდა გავიდე. არ ვიცი რა იქნება აწი და როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება, თუმცა წერას ვწყვეტ და ამ დღიურს კალმით არასდროს მივუბრუნდები.!!!“

აფექტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აზროვნების უნარი დაკარგა, თუმცა ის, რომ ნაწერი მარიამისთვის უნდა გადეცა მტკიცედ გადაწყვიტა. ასეც მოიქცა. დღიური იღლიაში ამოიჩარა. ეზო ელვისებური სისწრაფით გაიარა და ქუჩაში გავიდა. გამარჯობაც არავისთვის უთქვამს. ცრემლებიც კი არ სდიოდა, არადა მასში აუტანელი ტკივილი ბორგავდა. დანაშაულის განცდას მოეცვა მისი პიროვნება. დანაშაულისა, რომლის გამოსწორების არანაირი შანსი არ არსებობდა. გზად მარიამისკენ, სასაფლაოს ჩაუარა. მომენტალურად თავი ჩაღუნა, შემდეგ ისევ ასწია  და თვალებით რაღაცას ძებნა დაუწყო. იცოდა კიდეც რასაც ეძებდა, მაგრამ შიშისა და დანაშაული განდას მოეცვა. შემდეგ ნაბიჯებს აუჩქარა. ნერვიულად შეაღო პატარა რკინის კარი. ნაბიჯებს თვლა დაუწყო და ის იყო დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა, საფლავთან შავ ფიგურას მოჰკრა თავი. გაკვირვებისგან საუბრის უნარი წაერთვა. მეუღლე სახლში დატოვა. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს მისი შვილის საფლავთან. ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა, თუმცა კი ინტერესი უმძაფრდებოდა. ბოლოს უკანასკნელი ძალის მოზღვავებით ნაბიჯი გადადგა, შავ ფიგურას მიუახლოვდა რომელიც ოდნავ შეირხა, ხელი სახესთან მიიტანა და ტკივილით აღსავსე სიტყვებს ცრემლების ზღვა ამოაყოლა. -ჩემო დიდო სიყვარულო, ესრა გამიკეთე. ყოფილიყავი ჩემგან შორს ოღონდ გეცოცხლა.-
მამას გული შეეკუმშა და ცრემლებად დაიღვარა. მის წინ მარიამი იდგა, რომელიც მისი ერთადერთი სიყვარულის საფლავს ჩაჰხუტებოდა...

ბიჭიკო ოჩიგავა

2015 წელი.

3 comments:

  1. გამარჯობა ყველას, ჩემი სახელია ტერეზა უოკერი, მე დაქორწინებული ვარ 20 წლის განმავლობაში და ორი შვილი ჰყავს, უფროსი 16 და უმცროსი 11 წელია. ჩემი მეუღლე ძალიან მომეწონა, მაგრამ ის მივიღე იმ მომენტში, როდესაც ის საქმეში ჩართული ქალია, რომელიც მისი თანამშრომელია. მე არასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ რატომღაც მისი დამოკიდებულება ჩემსა და შვილებზე შეიცვალა, მისი გვიან მომდევნო სამუშაოდან მე ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაშინაც კი, ჩემი მე -20 ქორწილის საიუბილეო წლის მარში, მე შენარჩუნება თავს დაშორებით სექსი, როგორც ჩვენ გპირდებით, რომ ამის გაკეთება ქორწილი საიუბილეო დღეს, ეს იქნება ჩვენი საქორწილო ერთხელ, 15 დღით ადრე ქორწილი Annivessary მან აღიარა, რომ დიახ მას ჰქონდა სექსი მისი. მან მომიყვანა ჩემი საწოლში, როცა ვიყავი სამუშაოდ, მან იცოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა ქორწილის საიუბილეო დღეს ჩემს საწოლზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი გრძნობები სრულიად უშედეგო იყო, ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა სავსე იყო აგონიაში, ვფიქრობ არ შეიძლება დაივიწყოს და გადამეღწია ტკივილი, ეს ქალი იყო სრული კონტროლი მისი და მე არასოდეს მინდოდა ამის გაკეთება ძალადობით, მან უნდა გაიმარჯვებს ჩემთვის, რადგან იგი განქორწინებული, მან განაცხადა, რომ იგი ეჭვიანობს ჩვენს ურთიერთობას და ის იქნება ჩაიშალოს ჩემი ქმარი. მე მქონდა განეხილა იგი მეგობარს, რომელმაც მთხოვა, რომ მომეძებნა კარგი მართლწერის კასეტერი, პირველ რიგში მე არ მჯეროდა, რომ ამ Cast მართლწერის, მაგრამ მე უნდა მივცეთ, სანამ მე მოვიდა პროფეტი ჯოზეფ უგო ელ-ფოსტის საშუალებით მას დაეხმარა იმდენი ადამიანი, რომ უკან დაბრუნდნენ და დაეხმარონ ურთიერთობას და ხალხს ბედნიერნი იყვნენ თავიანთ ურთიერთობებში და სხვა სიუჟეტები სულიერ ავადმყოფობაზე და მეტი, მე ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და მან დამეხმარა რამდენიმე ლოცვა, რამდენიმე მწვანილი ფესვები და ცოტა მსხვერპლი, რომელიც მე გავაკეთე და 7 დღის განმავლობაში ის დაბრუნდა ბოდიშით და ეს მხოლოდ სასწაული იყო ჩემთვის, ბედნიერი ვარ დღეს, რომ მან დამეხმარა და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე ახლა კვლავ ჩემთან არის და ის არის ახლა სიყვარულში მე როგორც არასდროს.
    ხართ თუ არა რაიმე დახმარება თქვენს ურთიერთობაში, როგორიც არის თქვენი მამაკაცი, ცოლი, მეგობრის, მეგობარი, ლატარიის გამარჯვება, ავადმყოფობის ან სამუშაო ადგილების ხელშეწყობა, ნებისმიერი სახის სულიერი პრობლემა, ცხოვრების გამოწვევები უნდა დაუკავშირდეს მას.

    ელფოსტა: karnataka.temple@gmail.com
    WhatsApp: +34631686040

    ReplyDelete
  2. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი შენი ,,პოსტებით " , ეხლა კი შემოქმედებამ გამაოცა და კიდევ უფრო მეტად მომაწონა თქვენი თავი , როგორც კარგი ადამიანისა და კარგი აღმზრდელის . სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და მეამაყები.

    ReplyDelete