07.12.216
სეფიეთის საჯარო სკოლა
კლასი:IV
საგანი: ინგლისური ენა
ღია გაკვეთილი თემაზე: Water birds
მასწავლებელი: ბიჭიკო ოჩიგავა
|
სკოლა
|
სსიპ
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
|
|
კლასის
პროფილი
|
დაწყებითი
საფეხური. IV კლასი
|
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
7
მოსწავლე
|
|
მასწავლებელი
|
ბიჭიკო
ოჩიგავა
|
|
სსსმ
მოსწავლე
|
სსსმ
მოსწავლე კლასში არ ირიცხება
|
|
თარიღი
|
07.12.
2016
|
|
გაკვეთილის
თემა
|
Water birds
|
|
გაკვეთილის
მიზანი
|
ახალი
ტექსტის წაკითხვა და გაანალიზება. ტექსტში ახალი სიტყვების მოძებნა და მათი ხმამაღლა
დასახელება. ჯგუფური მუშაობის მეთოდის გამოყენებით ლექსიკური სავარჯიშოების გაკეთება.
კითხვებზე პასუხის გაცემა. ზეპიმეტყველების უნარის გაუმჯობესება/წახალისება. გრამატიკული
ერთეულების გაცნობა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
|
უცხ.დ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს
მარტივი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
უცხ.დ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე
ზომის ტექსტების შედგენა.
უცხ. დ.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,
ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
მოსწავლეები
მოახდენენ მოცემული საკითხის შეჯამებას.
დაასახელებენ უკვე შესწავლილი წყლის ჩიტების საცხოვრებელ პირობებსა და გარემოს.
ხაზს გაუსვამენ მათ ფიზიკურ მახასიათებლებს. წაიკითხავენ ტექსტს და იმსჯელებენ მასზე.
იმუშავებენ, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში და უპასუხებენ მოცემულ კითხვებზე.
შესწავლილ გრამატიკულ ერთეულებს გამოიყენებენ პრაქტიკაში და გასცემენ პასუხებს დახურულ
პასუხებიან კითხვებს.
|
|
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეებს
გააჩნიათ ინფორმაცია წყლის ჩიტებზე.(ალბატროსი, პინგვინი, გედი) შესწევთ, როგორც
ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური მუშაობის უნარი. არ უჭირთ აქტივობიდან-აქტივობაზე გადასვლა.
ტექსტზე სამუშაოდ გააჩნიათ საკმარისი ლექსიკური
მარაგი.
|
|
აქტივობები
და დროის მენეჯმენტი
|
A-ფაზა. გამოწვევა 7 წუთი
აქტივობა 1-
კითხვა-პასუხი 3წთ
მეთოდი-გონებრივი
იერიში
1.
What
is our lesson about?
2.
How
many water birds do we know?
აქტივობა2.-
სიტყვების გამოკითხვა. 4წთ
B-ფაზა. ცოდნის კონსტრუირება. 33 წუთი
აქტივობა 1. - ტექსტის
კითხვა და გაანალიზება.
ახალი
სიტყვების ამოცნობა. ხმამაღლა დასახელება და ჩემ მიერ დაფაზე ჩამოწერა. 5წთ
აქქტივობა 2
- ფოტო პრეზენტაცია. 15 წთ
მეთოდი-
ინდივიდუალური მუშაობა( პასუხები ხელის აწევით)
დაფაზე გავაკრავ წყლი ფრინველთა (ალბატროსი, პინგვინი,
გედი) ფოტოებს და დავსვამ კითხვებს, რომლებზე მოსწავლეები ზეპირად უპასუხებენ და
თითოეულ სწორ პასუხს დავწერ შესაბამისი ფრინველის გასწვრივ.
Albatross
1. Are their wings short or
strong?
2. Where does this bird live?
3. Where can it dive?
4. What can it grab in the
water?
4წთ
Penguin
1. Where does penguin live?
2. Which is the tallest
penguin?
3. Which is the smallest
penguin?
4. What can it do underwater?
4წთ
Swan
1. Where do swans live?
2. What colour are they?
3. Where do they build their
nests?
4წთ
|
|
|
აქტივობა 3-
იდუმალი ყუთი. 8
წთ
მეთოდი-
ჯგუფური მუშაობა
იდუმალ ყუთში მოვათავსებ სამ პატარა ფურცელს. თითოეულ
მათგანზე დატანილი იქნება ინფორმაცია უკვე შესწავლილ ფრინველებზე შემდეგი პრინციპით:
თითო ცნობა თითო ფურცელზე. მოსწავლეებთან ჩამოვატარებ იდუმალ ყუთს და ვთხოვ მათ,
რომ ამოიღონ თითო ფურცელი. ისინი გაიყოფიან ჯგუფებად და იმუშავებენ მათ მიერ ყუთიდან
ამოღებულ დავალებაზე. დავალება კი შემდეგში მდგომარეობს. ფურცელზე მოცემულია ინფორმაცია
რომელიღაც წყლის ფრინველზე, თუმცა არ არის ,მითითებული, თუ რომელი ფრინველია ის.
ფურცელზე მოცემული ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეები უნდა მიხვდნენ, თუ
რომელ ფრინველზეა საუბარი და დაწერონ მისი სახელი ფურცელზევე მინიშნებულ სპეციალურ
ადგილას. ბოლოს თითოეული ჯგუფი გამოვა დაფასთან, წაიკითხავს მოცემულ დავალებას და
გაგვაცნობს საკუთარ პასუხს.
აქტივობა 4- A თუ B? 8 წთ.
მეთოდი-
ინდივიდუალური მუშაობა.
დავალება
ეხება ზედსართავი სახელებბის შედარებით და აღმატებით ხარისხებს. დაფაზე დავწერ სამ წინადადებას და თან დავურთავ სავარაუდო პასუხებს. მოსწავლეები გადაიწერენ წინადადებებს
კპასუხებითურთ და A
და
B სავარაუდო პასუხებიდან აარჩევენ იმას, რომელიც სწორად
მიაჩნიათ და ბოლოს ინდივუდუალურად გაახმოვანებენ თავიანთ პასუხებს.
1.
Swan
is --------------------beautiful bird in the world,
a)
more b)the most
2. Albatross has ----------wings in the world.
a) the longest b) the most long
3. I am -------------then you
a) The smallest b) smaller
C -ფაზა. შეჯამება
.
მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით. რვეულებში ჩავუხათავ ,,სმაილებს“
და ვთხოვ თავადაც შეაფასონ თავიანთი თავი. მივცემ ახალ სიყვებს. 5 წთ
|
|
გამოყენებული
რესურსები
|
წიგნები,
რვეულები, იდუმალი ყუთი, თაბახის ფურცლები, ფრინველთა ფოტოები, დაფა, ცარცი.
|
|
შეფასება
|
განმავითარებელი.
|
გაკვეთილის
რეფლექსია
მიმდინარე წლის
7 დეკემბერს სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასში
ჩავატარე საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც კლასის დამრიგებელი და სასწავლო ნაწილის
გამგე ესწრებოდნენ. გაკვეთილის თემა იყო ,,Water
birds" ( წყლის ჩიტები)
და მოსწავლეები შეეცადნენ წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა-კომპეტენცია და ხაზი გაესვათ შესწავლილი ჩიტების, როგორც საცხოვრებელი
გარემო-პირობებისთვის, ისე მათი ფიზიკური მახასიათებლებისთვისაც. გაკვეთილი შეჯამებით
ხასიათს ატარებდა და მოსწავლეებმა თავი მოუყარეს იმ ძირითად ინფორმაციებს, რომლებზეც
დაახლოებით ორი კვირის მანძილზე მუშაობდნენ. გაკვეთილზე გამოყენებულმა მეთოდებმა და
აქტივობებმა თემის სრულყოფილად აღქმა-გაანალიზებას შეუწყო ხელი. შექმნილი იყო კეთილგანწყობილი
გარემო და მოსწავლეებს ჰქონდათ აზრის გამოხათვის თავისუფლება. კლასის დამრიგებელი და
სასწავლო ნაწილის გამგე შორიდან აკვირდებოდნენ
საგაკვეთილო პროცესს და ცდილობდნენ თავადაც ჩართულიყვნენ მასში. რამდენიმე აქტივობიდან,
განსაკუთრებული მოწონება იდუმალმა ყუთმა გამოიწვია. ორ მოსწავლეს შედარებით გაუჭირდა
აქტივობებზე მუშაობა, რადგან მათივე განმარტებით ახალი სიტყვები არასრულყოფილად ჰქონდათ
ნასწავლი. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რადგან ყოველ მომდევნო აქტივობაზე გადასვლისას,
მოსწავლეებს გასაგებად ვუხსნიდი ინსტრუქციას, რამაც მუშაობის პროცესი გაცილებით
გაამარტივა. გაკვეთილის თავიდან ჩატარების საშუალება რომ მქონდეს, შევეცდებოდი ის მეტად
გამემრავალფეროვნებინა სხვადსხვა ტიპის სასწავლო რესურსით. საბოლოო ჯამში მეც და დამსწრე
პედაგოგებიც კმაყოფილი დავრჩით. მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ
შედეგებს.





No comments:
Post a Comment