გინდათ გახადოთ გაკვეთილი სახალისო და ამავდროულად საინტერესო? გსურთ თქვენი საგაკვეთილო პროცესი იყოს ინტერაქტიული და უზრუნველყოფდეს თითოეული მოსწავლის ჩართულობას? მაშინ დარეგისტრირდით ამ ბმულზე და შექმენით საინტერესო და სახალისო ,,ONLINE" რესურსები თქვენი მოსწავლეებისთვის. პირადად მე, აღნიშნული საიტი დღეს აღმოვაჩინე და ახალი სასწავლო წლიდან აქტიურად გამოვიყენებ მას, რათა საგაკვეთილო პროცესი სახალისო, ორიგინალური და საინტერესო გავხადო. ცხადია მას ყველა გაკვეთილზე ვერ გამოვიყენებ, თუმცა ამ ხერხს სამოდელო გაკვეთილებზე, ან თუნდაც თვეში ერთხელ, განვლილი საკითხების გამეორებისას სიამოვნებით მივმართავ. საიტი სხვადასხვა ტიპის დავალების შექმნის შესაძლებლობას გაძლევთ, თუმცა შეგიძლიათ მარტივით დაიწყოთ, ისევე როგორც მე:-))) წარმატებები კოლეგებო! ბედნიერ შვებულებას გისურვებთ!

No comments:
Post a Comment